„ევოლუშენ გეიმინგი“ საქმიანობას აჩერებს - „თანამშრომლების ნაწილის ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე“

„ევოლუშენ გეიმინგი“ საქმიანობას აჩერებს - „თანამშრომლების ნაწილის ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე“

access_time2020-03-23 22:46:32

კომპანია „ევოლუშენ გეიმინგი“ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებსს. კომპანიის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს დილას, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მუშაობის პროცესში თავი იგრძნო შეუძლოდ. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში. გეგმის შესაბამისად, დავუკავშირდით სამედიცინო სამსახურს, რომელმაც არ ჩათვალა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვირუსის სიმპტომები და შესაბამისად, არ მოხდა მისი ტესტირება. მას უბრალოდ მიეცა მითითება წასულიყო სახლში, თვითიზოლაციაში. გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანმა დაადასტურა რომ თავს გრძნობდა კარგად და არ ჰქონდა სიმპტომები, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე თავად ეს ადამიანი და ყველა მასთან შემხებლობაში მყოფი პირი სახლში გაგზავნის შემდეგ, არიან თვით – იზოლაციაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ ვირუსის შემთხვევის დადასტურება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოგვცა მითითება სტუდიის შემდგომი საქმიანობის შეჩერების თაობაზე. ყველა თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა სტუდიებში სახლშია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვიწევს შევაჩეროთ საქმიანობა, ჩვენი თანამშრომლების – თამაშის წარმდგენებისა და ბანქოს მჩეხავების შრომითი ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე.

 

Evolution Georgia-ს სურს ხაზი გაუსვას რომ მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ იმ პროაქტიული ქმედებების სია, რომელიც კომპანიამ ბოლო კვირების მანძილზე გაატარა, რათა თბილისის ოფისი უსაფრთხოდ შეენარჩუნებინა:

 


შენობაში შესვლა: ყველა შემომსვლელი ადამიანისთვის ტემპერატურის გაზომვა. მათ, ვისაც უფიქსირდებოდათ სიცხე, არ დაიშვებოდნენ შენობაში. აკრძალული იყო ყველა გარე ვიზიტი შენობაში. ყველა თანამშრომელს, ვინც არის საქართველოს საკარანტინო ზონებიდან, შეეზღუდა სამსახურში მოსვლა და ცვლებში მუშაობა დაუყოვნებლივ.

 

ადამიანების რაოდენობის შემცირება: თანამშრომლების რაოდენობა შენობაში მკვეთრად შემცირდა; ყველას თანამშრომელს, ვისი სამუშაოს სპეციფიკაც ამას ითვალისწინებდა, მუშაობდა დოსტანციურად, შეჩერდა ყველა ტრენინგი, შეჩერდა გასაუბრებების ყველა ეტაპი, გამოირთო ყველა ლიფტი, შეჩერდა ყველა სამშენებლო სამუშაო ძირითად შენობაში.

 

სოციალური დისტანცირება: შენობა A და შენობა С განცალკევებით ოპერირებს. გუნდები სრულიად განცალკევდნენ და არავის აქვს შესაძლებლობა გადაადგილდეს შენობებს შორის. სოციალური დისტანცირება სავალდებულო გახდა ყველა საერთო სივრცეში. სოციალური დისტანცირების მონიტორინგისთვის გამოიყო თანამშრომლების ჯგუფი. სატრენაჟორო დარბაზი დაიხურა. გასართობი ზონა დაიხურა. შეხვედრები გაუქმებულია ან გადატანილია ციფრულ არხებზე.

 

დეზინფექცია: სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების შეძენა, ყველა ზედაპირის ყოველდღიური დამუშავება, როგორიცაა: კარის სახელურების, თითის ანაბეჭდის სკანერის, მაგიდების, სკამების, მოაჯირების, სარკეების, ლიფტის და სხვა. დამატებითი თანამშრომლები გამოიყო შენობის ყველა ზედაპირის მუდმივი დასუფთავებისთვის. გასული კვირის ბოლოს მოხდა შენობის სრული დეზინფექცია, რომლის დროსაც დროებით დაიხურა ყველა მაგიდა და სტუდია. მიმღებში განთავსდა ანტიბაქტერიული ხელსახოცები და ხელის მინი სანიტაიზერები. შენობაში დამატებითი ხელის სანიტაიზერები დამონტაჟდა. საერთო სივრცეში ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია ნიღაბი. ხელის საშრობები გათიშულია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ქაღალდის ხელსახოცები.

 

მოგზაურობა: ყველა მივლინება გაუქმდა. ყველა თანამშრომელი, რომელმაც ბოლო დროს იმოგზაურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და ამოქმედდა შიდა ცხელი ხაზი მოგზაურობასთან და თვითიზოლაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

პროცედურები: დროებითი შრომისუუნარობის პროცედურა შეიცვალა, რათა შემცირებულიყო სამსახურში მაღალი სხეულის ტემპერატურის მქონე თანამშრომლების დაბრუნება ბიულეტენიდან. ყველა თანამშრომელი, ვინც თავს არაკომფორტულად/ საფრთხეში გრძნობდა სამსახურში, ამოღებულ იქნა სამუშაო განრიგიდან. მინიმალური სამუშაო საათების მოთხოვნა გაუქმებულ იქნა შემდგომ განკარგულებამდე. გავრცელებულ იქნა ინფორმაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი უფლებამოსილი ორგანოების რეკომენდაციების შესახებ, რათა მომხდარიყო ყველას ინფორმირება პრევენციულ ღონისძიებებზე, მათ შორის, გავრცელდა პოსტერები ოფისში, სტატიები ინტრანეტში და განცხადებები თანამშრომელთათვის განკუთვნილ ფეისბუქის გვერდზე“, –  განმარტავენ კომპანიაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up