„ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. მათ კორონავირუსი არ გამოუვლინდათ, თუმცა საკარანტინე სივრცეებში გადაანაწილეს.
კლინიკის წარმომადგენლის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკი მონიმალურია და კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს ხუთით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა - 4.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1341 შემთხვევაა დადასტურებული. განიკურნა სულ 1092 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge