„ევექსის“ კლინიკების ქსელში ფატალური შემთხვევები არ წყდება

„ევექსის“ კლინიკების ქსელში ფატალური შემთხვევები არ წყდება

access_time2019-10-17 14:45:10

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გთავაზობთ მრავალპროფილურ მომსახურებას - სწორედ ამ სიტყვებით ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ  ამცნო  „ევექსმა“ ადგილობრივებს მორიგი კლინიკის რეაბილიტაცია და პაციენტებს უახლეს აპარატურასა და პროფესიონალების მომსახურებას სთავაზობდა. 3 თვის თავზე კი კლინიკის სახელი  უმძიმეს ტრაგედიასთან ასოცირდება, რაც მათივე აღიარებით ექიმების არაკვალიფიციურობამ გამოიწვია.


15 ოქტომბერს ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი, როგორც  შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორმა კახა ხელაძემ მედიასთან განმარტა, მედპერსონალის მხრიდან „მათი მდგომარეობის შეფასებისა და გადაწყვეტილების ნაწილში გადაცდომა“ იყო. ინგა კაკიაშვილისთვის ეს იყო მეხუთე მშობიარობა,  მას ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. გარდაცვლილის ახლობლები იხსენებენ, თუ როგორ ითხოვდა მშობიარე მისთვის საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ, რაზეც ექიმებმა უარი თქვეს.


სამედიცინო კატასტროფები, რომელთა მიღმაც გაუმართავი ტექნიკა ან არაკვალიფიციური მედპერსონალი იდგა, ბოლო პერიოდის განმავლობაში არც ისე ცოტა ახსოვს საზოგადოებას.


  • თებერვალში 16 წლის ლუკა ფოფხაძე რეანომობილის გაუმართაობის გამო 41 დღის განმავლობაში კომაში იყო და 41-ე დღეს გარდაიცვალა.მანქანით ტრანსპორტირებისას წარმოშობილი სამედიცინო ხარვეზების შედეგად ვითარება რადიკალური გახდა - მოზარდს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის გამოც მას  ტვინი გაეთიშა.ბავშვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება დროულად ვერ მოხდა და ამიტომ მას მექანიკურად მართავდნენ. შემდეგ გადაიყვანეს დროებით ტყიბულის „ევექსის“ კლინიკაში, საიდანაც 4 საათში ქუთაისში, ცხაკაის სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენტული მედიცინის ცენტრში მოათავსეს. ყველა ამ დაწესებულებაში  გარკევული დარღვევები დაფიქსირდა - პაციენტის მართვასთან დაკავაშირებით, ჩანაწერებთან მიმართებაში... ასევე გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა.

 

  • ყვარლის ჰოსპიტალში 56 წლის ბესიკ იაშვილს, რომელიც კლინიკაში გულის შეტევით მიიყვანეს, დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ამის რესურსი საავადმყოფოში არ არსებობს. პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა რეანომობილი გამოიძახეს და ბესიკ იაშვილის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, კატასტროფის ბრიგადა ადგილზე 6 საათის განმავლობაში არ ჩავიდა. ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა დამძიმდა და 56 წლის მამაკაცი რეალურად სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაიცვალა. პაციენტების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ყვარელს საავადმყოფო რეალურად არ აქვს და ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ მუნიციპალიტეტში საფრთხეშია. ეროვნული ჰოსპიტალი „ევექსის“ სამედიცინო ჯგუფს ეკუთვნის.


  • მარტში ექიმების გულგრილობამ 29 წლის მელანო ფუტკარაძის სიცოცხლე შეიწირა. გოგონა ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი გაწერა მოხდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ კი კლინიკა „მედცენტრში“ აღმოჩნდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტრაგიკული სამედიცინო შემთხვევების, რამაც საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა უყურადღებოდ დარჩენილი პაციენტის სიცოცხლის ფატალურ დასასრულზე - ექიმებს, საავადმყოფოს, თუ სისტემას და  რაც მთავარია, რაშია გამოსავალი? 


„კომერსანტი“ კლინიკებში მომხდარ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით დიდი ხანია სხვადასხვა ფაქტებსა და მოსაზრებებს აშუქებს.  ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის, რომ გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა საქართველოში უმსხვილესი სამედიცინო კორპორაციის „ევექსის“ პასუხისმგებლობის ქვეშ იყო.  


„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ , რომლის მფლობელობაშიცაა სამედიცინო კორპორაცია  „ევექსი“ ,  პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც 2015 წელს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა,  რითაც 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა.


რას მოხმარდა ეს  100 მილიონი, თუ არა მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას კლინიკებში?  ამ 4 წლის მანძილზე პაციენტების სიკვდილიანობის სტატისტიკა მზარდია, კორპორაციის რესურსი კი საკმაოდ დიდი , აქედან გამომდინარე, რამდენი დაიხარჯა მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ? - ეს ის კითხვებია, რაც „კომერსანტმა“  „ევექსს“ - დაუსვა, კორპორაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გადამზადება მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტულად რა პერიოდულობით და ხარისხით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. 


„პერიოდულ რეჟიმში მუდმივად წარმოებს მედიკოსების გადამზადებები. ახლა არ გვაქვს საშუალება მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა თარიღები აწერია სერთიფიკატებს, მაგრამ უზარმაზარი ინვესტიცია განხორციელდა მთლიანად კლინიკაში, როგორც მატერიალურ ტექნიკური ბაზის, ისე ადამიანური რესურსის გაუმჯობესებაზე.  კონკრეტული თანხების დასახელების უფლებამოსილება კი ნამდვილად არ გვაქვს“ აღნიშნავს ხაშურის საავადმყოფოს დირექტორი კახა ხელაძე. 



როგორც „კომერსანტს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, ხაშურის ჰოსპიტალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უწყება სასამართლოდან ბრძანებას ელოდება, რის შემდეგაც მოხდება ფაქტის გამოკვლევა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექიმის გულგრილობის თუ დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მას მხოლოდ და მხოლოდ  1 დან 6 თვემდე უჩერდება სერთიფიკატის მოქმედების ვადა და ის ვერ შეძლებს სამედიცინო მომსახურების გაწევას, უკიდურეს შემთხვევაში კი სერთიფიკატის ჩამორთმევა ხდება.


„ჯერ ხაშურში არ შევსულვართ, რა მოხდა არ ვიცით და ველოდებით სასამართლოდან ბრძანებას.  გუშინწინ შუამდგომლობა გამზადდა და ჩაბარებულია სასამართლოში, სანამ სასამართლოდან ბრძანება არ მოვა ვერაფერს გავარკვევთ.“


„კომერსანტი“ დაინტერესდა წინა შემთხვევების მოკვლევის შედეგებითაც, რაზეც რეგულირების სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც და პაციენტის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზებიც ექიმისა და ოჯახის ოფიციალური თანხმობის გარეშე კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.


თუმცა, ლუკა ფოფხაძის ოჯახის ცნობით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს, ხათუნა გელაშვილს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება მხოლოდ სამი თვის ვადით და დაევალა კვალიფიკაციის კურსის გავლა.

 

„ლუკა ფოფხაძის ამბავი დასრულებულია, დადგა რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა, რას გულისხმობს ეს პასუხისმგებლობა, ვერ გავაჟღერებთ, უშუალოდ მათი თანხმობის გარეშე. ექიმების პერსონალური მონაცემია ის, თუ  ვის რამდენი ხნით შეუჩერდა სერთიფიკატის მოქმედების ვადა.


ექიმების საქმიანობის შეჩერება შემდეგნაირად ხდება, შეიძლება იყოს ერთიდან ექვს თვემდე სერთიფიკატის შეჩერება ან საერთოდ გაუქმება, ამას წყვეტს საბჭო. ვის რა დარღვევა ჰქონდა, რა არ გაკეთდა და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო  - ეს ყველაფერი ჯამდება.“ - აცხადებენ რეგულირების სააგენტოში


ცუდი მომსახურება კლინიკებში, არასათანადო სადამსჯელო ღონისძიებები არაკვალიფიციური მედპერსონალის მიმართ, რომელიც მინიმუმ 7 წლის მანძილზე მედიცინის სფეროს ეუფლება, არასათანადო ტექნიკური აღჭურვილობა  ეს ის მიზეზებია, რაც პაციენტის მხრიდან სამედიცინო სექტორის მიმართ უნდობლობას იწვევს. კვლავაც ისმის კითხვა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რაშია გამოსავალი? საკითხზე მოსაზრება „კომერსანტმა“ სამედიცინო ექსპერტს სთხოვა. 


„კლინიკებში ცუდი ხარისხის მომსახურება არის საკმაოდ ძვირად. ამ ყველაფერში, სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ხარისხი შეამოწმოს. სამედიცინო მომსახურების ხარისხის რეგულირების ჩარჩო, რომლის გაკეთებასაც სახელმწიფო წლებია აპირებს, ამ დრომდე არ გაუკეთებია. აუცილებელია, არსებობდეს რამე ერთიანი რეგულირების ჩარჩო, მერე ყველა კლინიკა ამას დაექვემდებარება  და ნებისმიერი გადახრა ამ ხარისხის მაჩვენებლიდან გამოიწვევს მათ დაჯარიმებას, მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევას. იმედია ამის შემდეგ მაინც კლინიკა იზრუნებს იმაზე, რომ ხარისხი გააუმჯობესოს.“-  ასე აფასებს ხაშურის ჰოსპიტალში მომხდარ ტრაგედიას სამედიცინო ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.


ჩიხლაძე საუბრისას ხაზს უსვამს ჯანდაცვის სისტემაში წლების მანძილზე მოუგვარებელ სისტემურ პრობლემებს, რეფორმების არაეფექტურობასა და ბიუროკრატიულ ხარვეზებს.


„აუცილებელია ძირეული რეფორმები, ხოლო  ამ რეფორმის შუაგულში უნდა იყოს პაციენტი და ექიმი და არა ვიღაცის ვიწრო კომერციული ინტერესები.


სანამ სისტემა არ გაჯანსაღდება, ყოველთვის ცუდი შედეგები გვექნება და ყოველთვის გვექნება სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი. კვალიფიკაციის სერიოზული პობლემები დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში არსებობს. სისტემის ნაკლოვანებიდან გამომდინარეა, რომ ექიმს არ აქვს მოტივაცია, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს. როდესაც ამბულატორიის ექიმს 200-300 ლარი აქვს ხელფასი და იმასაც სახელმწიფო უგვიანებს, რა მოტივაციაზეა საუბარისახელმწიფო არ ზრუნავს ექიმის გადამზადებაზე, კლინიკაც არ არის დაინტრესებული, რომ ამაში თანხები გადაიხადოს.


ხარისხი დავარდა, არათანაბარზომიერი ხელმისაწვდომობაა სამედიცინო სერვისებზე, წამლების ფასები გაიზარდა. ფინანსურად გაიზარდა ბიუჯეტი, მაგრამ  არის სექტორები, სადაც კატასტროფული გადახრჯვები გვაქვს და არის პროგრამები, რომელთა ათვისება ვერ ხდება.  ადამიანები უწამლობით  იღუპებიან ქვეყანაში და ამ დროს მედიკამენტების პროგრამა გვაქვს, რომლის ათვისება ხან 6 პროცენტია, ხან 10 პროცენტი. აბსოლუტურად გულგრილობა და ცუდი მენეჯმენტია გამეფებული“  - აცხადებს სერგო ჩიხლაძე

 


მარიამ მორგოშია




ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“
access_time2020-02-26 14:30:44
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს. „პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის...

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება
access_time2020-02-26 13:30:55
2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომლის თანახმადაც,2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია...

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი შეიქმნას

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი  შეიქმნას
access_time2020-02-26 12:06:02
„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. აქ დაბალანსებული ურთიერთობის, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კერძო სექტორსა და...


მსგავსი სიახლეები

up