„ევექსის ჰოსპიტლების“ მოგება 76%-ით შემცირდა

„ევექსის ჰოსპიტლების“ მოგება 76%-ით შემცირდა

access_time2022-12-02 16:00:33

სს „ევექსის ჰოსპიტლებმა“ მიმდინარე წლის პირველი ნახევარი 4.5 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, რაც 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით თითქმის 76%-ით შემცირებული მაჩვენებელია, წინა წელს აღნიშნული კომპანიის მოგება 19.4 მლნ ლარი იყო.


2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 581 მლნ ლარი იყო, სულ საკუთარი კაპიტალი კი 319 მლნ ლარი. სს „ევექსი ჰოსპიტლების“ საერთო შემოსავალმა 6 თვეში 54 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 7 მლნ ლარით ნაკლებია. 


ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, კომპანია ფლობს 16 ჰოსპიტალს ჯამში 2,524 საწოლით. შემოსავალი სამედიცინო მომსახურებიდან კი 149,557,000 ლარი იყო, მოგების გადასახადის, ცვეთის და ამორტიზაციის დარიცხვამდე კი 31,678,000 ლარი.



2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ჯგუფის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება 393,334 ლარია (2021 წ.: 404,755 ლარი). კომპანიის ძირითადი საშუალებების თვითღირებულება 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 503,275 ლარს შეადგენდა (2021 წ.: 502,994 ლარი), ხოლო დაგროვილი ცვეთა 109,941 ლარს (2021 წ.: 98,239 ლარი).


„ევექსი ცდილობს რაც შეიძლება გააფართოვოს შემოსავლის წყაროები და, ამ გზით, შეამციროს დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. ამ მიზნით ჩვენ განვაგრძნობთ გეგმიური და შერჩევითი სერვისების რიცხვის ზრდას“,  აღნიშნულია ფინანსურ ანგარიშგებაში.


სს „ევექსი ჰოსპიტლები“ არის 2014 წლის 1 აგვისტოს დაფუძნებული სააქციო საზოგადოება. ჯგუფი სამედიცინო მომსახურებას უწევს სტაციონარულ და ამბულატორიულ მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საავადმყოფოების ქსელის მეშვეობით. 2022 წლის 30 ივნისისა და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“. კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების საბოლოო მშობელი კომპანია იყო ინგლისში, ლონდონში, დაფუძნებული საჯარო სააქციო საზოგადოება „ჯორჯია კაპიტალი“. 


თეგები:
ევექსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up