„ევექსი ჰოსპიტლები“ ე.წ „ინგოროყვას კლინიკაში“ (შპს „გნკო“) 10%-იანი წილის გაყიდვას წელს გეგმავს. jandacva.ge–ს ცნობით, ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.
„მიუხედავად პანდემიისა, კომპანიის შემოსავალი 2020 წლის განმავლობაში მხოლოდ 11%-ით შემცირდა. 2020 წლის მეორე ნახევარში კომპანიამ გაასხვისა მის მფლობელობაში არსებული შპს „გნკო“-ს 50%-იანი წილის 40%, რაც მენეჯმენტის აზრით კიდევ უფრო გააჯანსაღებს კომპანიის ფინანსურ და საოპერაციო მაჩვენებლებს. დარჩენილი 10%-ის გასხვისება იგეგმება 2021 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.
2020 წლის ბოლოსთვის „ევექსი ჰოსპიტალები“ ფლობდა 17 ჰოსპიტალს, 2596 საწოლით.
კომპანიის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:
შემოსავალი სამედიცინო მომსახურებიდან – 255,218,000 ₾.
საერთო მოგება – 95,663,000 ₾.
EBITDA1 – 57,012,000 ₾.
წლის ზარალი – (31,504,000 ₾)
ამ დროისათვის სააქციო საზოგადოება სს "ევექსის ჰოსპიტლები" შპს „გნკო“-ში 10%–ს ფლობს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 40%–ს, ხოლო გიორგი ინგოროყვა – 50%–ს.
jandacva.ge