ევა ბოჭორიშვილი - ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

ევა ბოჭორიშვილი - ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

access_time2020-03-11 23:30:07

ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საბიუჯეტო პარამეტრები ისეთ დონეზეა, რომ მთავრობას საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის დასახმარებლად საგარეო ვალი აიღოს, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მოვლენები სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს. პირველი სცენარი გლობალური ეკონომიკის დიდი შოკიდან შედარებით სწრაფად, დაახლოებით ორ თვეში, გამოცოცხლებას გულისხმობს. მეორე სცენარით ეკონომიკა გაცილებით ნელა იკრებს ტემპს და დაახლოებით მესამე კვარტალში გამოდის მდგომარეობიდან, ხოლო მესამე სცენარით მოსალოდნელია გლობალური ვარდნა. 

საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევითი დეპარტამენტის უფროსის მოსაზრებით, მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, ეკონომიკისთვის ფისკალური სტიმული მნიშვნელოვანი იქნება და დღეს არსებული საბიუჯეტო პარამეტრები მთავრობას საშუალებას აძლევს, ფინანსური სტიმულისთვის საჭირო თანხა საგარეო ვალის საშუალებით მიიღოს.


„თუ განგრძობითი ხასიათი ექნა ამ ვირუსს და შესაბამისად ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა გაღრმავდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ამ ეტაპზე, რა პარამეტრებიც არის დაგეგმილი, ბიუჯეტის დეფიციტი არის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სამ პროცენტზე დაბლა, სახელმწიფო ანუ მთავრობის ვალი მშპ-ს 40 პროცენტი. თუ ნეგატიური სცენარი განვითარდა და გადასახადები დაგვაკლდა ა.შ. და თუ დამატებითი სესხის აღებაც დაგვჭირდა, ვფიქრობთ, რომ ამჟამინდელი პარამეტრები ისეთ დონეზეა, რომ მნიშვნელოვნად არ გაუარესდება. ფისკალური სივრცე არის იმისთვის, რომ მთავრობამ დამატებითი ვალი აიღოს და ეკონომიკას დაეხმაროს. ამ ნეგატიური სცენარის დროს მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საგარეო დაფინანსება, რადგან ეს ლარსაც ეხმარება და ჩვენ უცხოურ რეზერვებსაც ზრდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით რასაც ვუყურებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს გამოყოფილი თანხები, მსოფლიო ბანკსაც აქვს გამოყოფილი თანხები და იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ტურიზმზე დამოკიდებული, ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვთ, რომ ეს სახსრები შედარებით ადვილად მოიძიონ და ეს საკითხიც უნდა განიხილებოდეს ჩვენთან“, – განუცხადა ევა ბოჭორიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up