ეუთოს თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ყაზახეთში ვითარების დეესკალაციის მოწოდებით გამოდის.
„როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ყურადღებით ვაკვირდები ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობა არასდროს არის სწორი პასუხი არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისა და დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ“, - დაწერა ზბიგნევ რაუმ Twitter-ზე.
ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქალაქ ალმათიში და ყაზახეთის ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
imedinews.ge