ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გარეშე პირველად გაიმართება.
ღონისძიება პოლონეთის ქალაქ ლოძში უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Facebook-ზე დაწერა.
„ეუთოს მინისტრთა საბჭო პირველად ჩატარდება რუსი მინისტრის გარეშე. და ეს ასეა - მას აქ არ ესაქმება. ისინი მხოლოდ მოლაპარაკებების იმიტაციას აკეთებენ. ისინი მხოლოდ დიპლომატიის იმიტირებას აკეთებენ. ფაქტობრივად, მათ არჩევანი გააკეთეს: ეს არჩევანი ომია და ომის დანაშაულები“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.