ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა

access_time2020-09-04 13:20:14

2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან - ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ - ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლის შემდეგ, ისინი არიან უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით და ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის პატივისცემის საფუძველზე.



ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.



მეგობართა ჯგუფის წევრები შეშფოთებული არიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო.




განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება რუსეთისა და ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების გახშირებულ პროვოკაციებთან დაკავშირებით, გლობალური პანდემიის პირობებში. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივ დახურვაზე, რაც იწვევს ვითარების დესტაბილიზებას და მკვეთრად უარყოფითი გავლენა აქვს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგორისა გალის რაიონებში. მეგობართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეებს ადგილობრივებს არ აქვთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე, რის გამოც, გასული წლის მანძილზე არაერთი ადამიანი დაიღუპა.



მეგობართა ჯგუფის წევრები განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების გამო, ხაზს უსვამენ დაკავებულთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთა დაუბრკოლებელი დაშვების აუცილებლობას და ზაზა გახელაძის, ასევე, სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების საჭიროებას.



ჯგუფი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს. მეგობართა ჯგუფი ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.



განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის წევრები მიესალმებიან საქართველოს მიერ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა და საქართველოს ცალმხრივ ერთგულებას მიერ ძალის არ გამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაის მიმართ და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, დაადასტუროს და შეასრულოს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით.



ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და ხაზს უსვამს ამ ფორმატებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.



ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაყოფილ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას. ისინი მიესალმებიან პროგრამის საწყის ეტაპზევე მიღწეულ შედეგებს, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტების და მცირე გრანტების პროგრამის ამოქმედებას გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წასახალისებლად, რამაც უკვე აღძრა მაღალი ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, მიესალმებიან უკეთესი მომავლის სამშვიდობო ფონდის შექმნას და გამოთქვამენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ მის იმპლემენტაციას.



ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს, რომ „განაგრძობენ ინფორმაციის მიღებას კონფლიქტის და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რუსეთს მოსთხოვენ ვალდებულებების შესრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერენ მხარს““ - ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up