ეუთო, საქართველოსა და უკრაინის გამო, რუსეთს აკრიტიკებს

ეუთო, საქართველოსა და უკრაინის გამო, რუსეთს აკრიტიკებს

access_time2016-12-09 12:15:10

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთელ მოუწოდებენ. რუსეთის პოლიტიკა ეროპელმა პოლიტიკოსებმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე ერთხმად გააკრიტიკეს და გაიხსენეს, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და ყარაბაღის კონფლიქტები. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

თავად რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპელ ლიდერებს რიტორიკას უწუნებს და ამბობს, რომ ულტიმატუმებისა და სანქციების ენით საუბარი მიუღებელია.

 

რუსეთი გააკრიტიკა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც. მიხეილ ჯანელიძე, სესიაზე საიტყვით გამოსვლის გარდა, ოკუპაციაზე საუბრობს ორმხრივი შეხვედრების ფორმატშიც.

 

ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის აღდგენას ითხოვს.

 

ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების ორდღიანი შეხვედრაჰამბურგში მიმდინარეობს . წლევანდელი თავყრილობის მთავარი განსახილველი საკითხებია შეიარაღებული კონფლიქტები უკრაინასა და სირიაში.

 

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23-ედ შეიკრიბნენ ყოველწლიურ შეხვედრაზე.

 

ჰამბურგში შეხვედრის გახსნაზე გამოსვლისას ეუთო-ს მორიგე თავმჯდომარისა და შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა - „ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში თავისუფლების არსებობის საქმეში; ამ მხრივ ის, ჩემი აზრით, შეუცვლელია. აქ, ჰამბურგში, ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ეუთოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები კონფლიქტის თავიდან აცილების, კონფლიქტის მართვისა და კონფლიქტის შემდგომი საქმიანობის სფეროებში“.

 



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up