ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტის დელეგაციამ კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტის დელეგაციამ კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-02-27 14:05:47

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების გენერალურ კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდპანდემიის გავლენა დემოკრატიაზე და არჩევნებზე.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოში, მონტენეგროში, აშშ-ში, ყაზახეთში და ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები.

„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო გათვალისწინებული. მისასალმებელია, რომ არჩევნები გაიმართა იმ კანონმდელობით, რომელზეც სრულიად ოპოზიციური სპექტრი იყო შეთანხმებული“, - განაცხადა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

სიტყვით გამოსვლისას იგი ასევე, მიესალმა ახალ საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტის შემოღებას. მომხსენებლის განცხადებითვე, ეუთო/ოდირს აქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებისთვისაც ისინი მზად არიან საქართველოს დაეხმარონ.


ანგარიშების წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე, დებატები გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების პოზიტიურად შეფასებისთვის.

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილ რეკომენდაციებს ამუშავებს, რის შემდგომაც, მარტში უკვე კანონპროექტის ინიცირება მოხდება. სამწუხაროა, რომ, ოპოზიციის ნაწილი დღემდე ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას, რაც ვნებს საქარველოში დემოკრატიულ პროცესს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტების შემოღება დადებითად აისახება ამ პროცესში. მაკა ბოჭორიშვილმა, დელეგაციის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად.

imedinews.ge

თეგები:
ეუთო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up