ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე - დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე - დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით

access_time2021-02-23 20:30:00

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ენ ლინდე მხარეებს მოუწოდებს, გამუხტონ ვითარება და განაახლონ დიალოგი.

„თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, – წერს ლინდე.


1tv.ge

თეგები:
ენ ლინდე



კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“

კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“
access_time2021-03-05 14:30:22
,,ასოციაციის ფარგლებში თავად ვქმნით რეგულაციების ახალ პაკეტს, რათა მზად ვიყოთ უფრო მკაცრი პირობებისთვისაც”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა. გიგი სისვაძე ამბობს, რომ ბაზარზე დიდი დახურვის შემდეგ კერძო ბაღების 50% ვერ დაბრუნდა. ,,თითქმის 1-წლიანი დახურვის შემდეგ, ბაზარზე დაბრუნება კერძო ბაღების 50%-მა შეძლო. ვერ ვიტყვი, რომ ამ რეგულაციებით მუშაობა მარტივია, თუმცა არ...

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
access_time2021-03-05 14:00:00
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...


მსგავსი სიახლეები

up