ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკიდურესად შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებულიინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობებით.
ამის შესახებ ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის კონსოლიდაციისკენაა მიმართულია, - ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge