Eurowings-ი სატარიფო სქემა Basic-ის ბილეთებზე ხელბარგის გაბარიტების კორექტირებას ახდენს

Eurowings-ი სატარიფო სქემა Basic-ის ბილეთებზე ხელბარგის გაბარიტების კორექტირებას ახდენს

access_time2021-08-05 15:50:00

ავიაკომპანია Eurowings-ი მორიგი ევროპული “ლოუქოსტერია”, რომელიც ხელბარგის გაბარიტების კორექტირებას ახდენს. ცვლილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება სატარიფო სქემა Basic-ის ხელბარგს შეეხება.



დღეისათვის Eurowings-ის სატარიფო სქემა Basic საშუალებას იძლევა მგზავრმა ბორტზე აიტანოს ხელბარგი, რომლის წონაც 8 კგ იქნება, ხოლო ზომა მაქსიმუმ 55х40х23 სმ.



მგზავრს შეუძლია შეიძინოს დამატებითი პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისი, რომლის ღირებულებაც 6 ევროა და დამატებით ბორტზე აიტანოს, წონის შეზღუდვის გარეშე, მცირე ზომის ნივთი, რომლის ზომებია 40x30x10 სმ.



თუმცა 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედებული საბარგო პოლიტიკის თანახმად, Eurowings-ის მგზავრს, რომელსაც სატარიფო სქემა Basic-ის ბილეთი აქვს ბორტზე შეუძლია აიტანოს 40х30х25 სმ ზომის ჩანთა, რომლის წონაც შეზღუდული არ არის.



თუ კი მგზავრს სურს ბორტზე აიტანოს ჩანთა, რომლის ზომაცაა 55х40х23 სმ, მაშინ მანდ დამატებით 10 ევრო უნდა გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ჩანთის წონა 8 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.



„მგზავრები, რომლებიც აირჩევენ მეორე დიდი მოცულობის ხელბარგის დამატებას, ასევე ისარგებლებენ “პრიორიტეტული ჩასხდომით”, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ თვითმფრინავში ასვლა, როგორც ერთ -ერთ პირველ “სტუმარს”. აღნიშნული უზრუნველყოფს მათ მიერ ბარგის სწრაფ და მარტივ შენახვას“, აცხადებენ Eurowings-ში.




ავიაკომპანიის ინფორმაციითვე, შემცირებული ხელბარგით გადამწყვეტ წვლილს შეიტანს ბორტზე პროცესების კიდევ უფრო დაჩქარებაში.



Eurowings არის ერთ -ერთი ყველაზე პუნქტუალური და საიმედო ავიაკომპანია ევროპაში – მაგალითად, 2021 წლის ივნისში, ავიაკომპანიამ მგზავრები დანიშნულების ადგილას დროულად მიიყვანა 93%იანი მაჩვენებლით.



დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ახალი წესების შემოღება თვითმფრინავის სალონში ბარგის თაროების დაკავების შემცირების სურვილით ახსნა, რამაც უნდა დააჩქაროს მგზავრების ჩასხდომა და გადმოყვანა.



ახლა, თუ სალონში სივრცე ამოიწურება, დიდი ხელბარგის ჩაბარება ხდება ბარგის სახით ბორტზე. ამან შეიძლება ფრენის შეფერხება გამოიწვიოს.



ცნობილია, რომ 2018 წელს ევროპის უმსხვილესმა “ლოუქოსტერებმა” Ryanair-მა და Wizz Air-მა იმავე მიზეზით შეამცირეს ნებადართული ხელბარგის ზომა. თუმცა, მოგვიანებით მათ ანგარიშებში ავიაკომპანიებმა აღიარეს, რომ სალონში დამატებითი ხელბარგის გადაზიდვის სერვისის გაყიდვამ მათ მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.



შეგახსენებთ, რომ Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 4 ივლისიდან დაიწყო. Eurowings-ი დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.



Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BOZclass.



გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.



​2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.



avianews.ge

თეგები:
Eurowings



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up