თუ გერმანიაში დაინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს ქვეყანაში აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელმა შტაბის უფროსმა, ჰელგე ბრაუნმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, გერმანიაში ეპიდ-აფეთქება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, აუცრელი მოქალაქეებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სპორტულ მოედნებზე შესასვლელად შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება.
ბრაუნის აზრით, სახელმწიფოს შეზღუდვების დაწესების სრული უფლება აქვს, რადგან ქვეყნის უპირველესი პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
Euronews-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის გერმანიაში მოსახლეობის 49%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ერთი დოზით კი, მინიმუმ 60% აიცრა.
Ipn.ge