"EURONEWS საქართველო" მაუწყებლობას ერთ წელიწადში დაიწყებს

access_time2019-07-25 14:45:45

დღეს, კომპანია "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა და "ევრონიუსის" CEO-მ მაიკლ პეტერსმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოში Euronews-ის ქართული სამსახური დაფუძნდება.



გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის საინფორმაციო ხიდის ფუნქციას შეასრულებს.


“სილქნეტს ჰქონდა სტრატეგიაში მეტი ქართული კონტენტის შექმნა და აქ გადაიკვეთა ბიზნესის კუთხით ჩვენი შეხება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მედია, საინფორმაციო ხიდი, ევროპასა და საქართველოს შორის.



ჩვენ ვიყიდეთ ფრენჩაიზინგი - "ევრონიუს ჯორჯია". მათ მიერ მოხდება აყვანა და რეკრუტირება ყველა ჟურნალისტის. დირექტორი იქნება დანიშნული და ხელფასი გადაეხდება "ევრონიუსის" მიერ, რაც ნიშნავს, რომ არანაირი გავლენა არ ექნება "სილქნეტს" ამ პროცესში. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ, ჩვენ შეგვიძლია მივეხმაროთ. მნიშვნელოვანია ის, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ეკუთვნის NBC News-ს, რომელიც არის უდიდესი ამერიკული კომპანია, ასევე 0% გავლენა გვექნება ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც ძალიან მიხარია პირადად მე.


დაფარვა იქნება მთელ ქვეყანაზე, ასევე ჩვენთან ნაწარმოები კონტენტი და აქ შექმნილი ნიუსები და ინფორმაცია მიეწოდება მათ და ისინი გაავრცელებენ უკვე მთელს მსოფლიოში,” - ამბობს გიორგი რამიშვილი.


"სილკ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ახალი სამსახურისთვის უკვე განსაზღვრულია ბიუჯეტი, მათ შორის თამანშრომელთა დაკომპლექტების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ფრენჩაიზინგის საფასურიც, რომელსაც აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს.


ახალი არხი მაუწყებლობას დაახლოებით, 2020-ის არჩევნების წინ დაიწყებს.


“სექტემბრის ბოლოს ვიწყებთ აქტიურად მუშაობას და კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე ჩვენ უნდა გავიდეთ ეთერში. აქ არის აპარატურა, აქ არის ხელფასები, გათვალისწინებულია საკმაოდ სოლიდური თანხა მომზადებასა და ტრეინინგში,” - ამბობს რამიშვილი.






დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...


მსგავსი სიახლეები

up