Euronews, France Press-თან ერთად „იმუშავე საქართველოდან“ შესახებ სტატიას ავრცელებს

Euronews, France Press-თან ერთად „იმუშავე საქართველოდან“ შესახებ სტატიას ავრცელებს

access_time2021-03-18 13:40:00

„იაფი ცხოვრება, კარგი WiFi და უსაფრთხო გარემო, რატომ გადადიან საქართველოში დისტანციურად მომუშავეები.“- ამ სათაურით Euronews მედია სააგენტო France Press-თან (APF) ერთად „იმუშავე საქართველოდან“ შესახებ სტატიას ავრცელებს. პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად მოამზადა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


„ბოლო წლებში საქართველო ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა. დღეს საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით დისტანციურად მომუშავე უცხოელს იზიდავს.


გემრიელ ადგილობრივ სამზარეულოს, კულტურასა და ლამაზ ბუნებასთან ერთად დისტანციურად მომუშავეებს 4 მილიონიან საქართველოში იაფი ცხოვრებაც იზიდავთ.


აქ ცხოვრება გაცილებით იაფია, ძალიან კარგი ინტერნეტ კავშირია და უფრო უსაფრთხო გარემოა ვიდრე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. -ამბობს ყოფილი სამედიცინო პერსონალი 51 წლის ქენდი თრეფთი, რომელიც საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდა.“-წერს Euronews-ის ჟურნალისტი APF-ზე დაყრდნობით. სტატიის ავტორის თქმით, 2019 წელს საქართველომ მოსახლეობაზე ორჯერ მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. პანდემიის გამო ტურიზმს დიდი ზარალი მიადგა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ ზაფხულს სპეციალური პროექტი შექმნა ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი, დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად. პროექტის მონაწილეების მინიმალური შემოსავალი თვეში 2000 დოლარია და საქართველოში მთელი წელი შეძლებენ დარჩენას.



Euronews-ის გარდა France Press-ის მიერ მომზადებული სტატია „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ 10-ზე მეტი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენოვანი მედიასაშუალება ავრცელებს, მათ შორის France 24 და RFI საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო.


2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 14 მარტის ჩათვლით პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ 2650 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. მიღებული აპლიკაციების 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 16% კი მეწარმეა. პროექტის ფარგლებში 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა.


მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 1800-მდე.


პროგრამის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 1004 უცხო ქვეყნის მოქალაქე.


დადასტურებული 1800-მდე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში, საკარანტინო სივრცეში ხარჯის გათვალისწინებით 23 მილიონ დოლარამდე პოტენციურ დანახარჯს უტოლდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up