Eurasianet: ექსპერტები რუსეთში რეცესიას პროგნოზირებენ

Eurasianet: ექსპერტები რუსეთში რეცესიას პროგნოზირებენ

access_time2019-09-10 20:00:07


აგვისტოში, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა დასკვნა საქმიანი აქტიურობის თაობაზე, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში განახლდა ეკონომიკური ზრდა  - ივლისში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1,7%, მაშინ როდესად ივნისში ზრდა თითქმის არ რეგისტრირდებოდა   - 0,8%.


უწყების შეფასებით, მშპ-ს ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობამ (5.9%) და მრეწველობამ (2,8%).


ამავე დროს ვაჭრობის ზრდა შემცირდა 1,4%-დან 1%-მდე, ხოლო მშენებლობაში და ტრანსპორტში დაფიქსირდა ვარდნა  - 0,2%  და 1,2%.


თუმცა, ამ ოპტიმისტური ციფრების მიუხედავად, სამინისტრომ გააუარესა რუსეთის ეკონომიკის განვითარების პროგნოზები 2019-2021 წლებზე და აღიარა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ დაყენებული ამოცანების ნაწილის შესრულება შეუძლებელია.


განახლებული პროგნოზის მიხედვით, მოსახლეობის შემოსავლები გაიზრდება მხოლოდ 0,1%-ით, მაშინ, როდესაც წინა ვარიანტში გათვალისწინებული იყო 1%. 


სიღარიბის დონე შეადგენს 12,5%-ს (12%-ს ნაცვლად), ინვესტიციების ზრდა შეადგენს 2%-ს (3,1%-ის ნაცვლად).


უწყებამ დატოვა უცვლელი 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი  - 1,3%, თუმცა, შეამცირა 2020 წლის მაჩვენებელი  - 2%-დან 1,7%-მდე.


შემდგომი წლების მოლოდინები შედარებით ოპტიმისტურია  - 2021 წლიდან ეკონომიკა გაიზრდება 3%-ით, ძირითადად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე.


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Investors Service-მა აგვისტოში შეამცირა რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1,6%-დან 1,2%-მდე და უცვლელი დატოვა 2020 წლის მაჩვენებელი  - 1,5%.


სააგენტოს ანალიტიკოსების ვარაუდებით, 2019 წელს რუსეთში ინფლაციის დონე იქნება 4,6%, ხოლო 2020-ში   - 4%.


 ექსპერტები ელიან ვარდნას



თუმცა, ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილები ექსპერტები. ეკონომიკის უმაღლესი სკოლის დასკვნით, 2019 წელს რუსეთის ეკონომიკაში დაფიქსირდება ვარდნა, რაც დაკავშირებულია სამრეწველო პროდუქციაზე შეკვეთების  და ნავთობის ფასების შემცირებასთან.


სკოლის მიერ დადგენილი რეგიონალური ეკონომიკური აქტივობის ინდექსი უკვე დიდი ხანია უჩვენებს სტაგნაციას ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე   - რუსეთის 82 რეგიონიდან მხოლოდ 38-შია დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მხოლოდ 12-ში ის არის შედარებით ძლიერი და მყარი.


მცირე ბიზნესი მცირდება



რუსეთის ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური რეცესიის მიზეზად უკვე მიმდინარე წელს შეიძლება გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესის შემცირება.
2019 წელს ამ დარგებში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 1,6%-ით (257 000 ადამიანით), თავად მცირე და საშუალო კომპანიების რაოდენობა კი შემცირდა 8%-ით (18 200-ით მცირე და 1 500 საშუალო).


პარალელურად 6,7%-ით და 460 500-თ გაიზრდა თანამშრომლების რაოდენობა მიკრობიზნესში, რაც ადასტურებს იმას, რომ საშუალო და მცირე ბიზნესიდან მოხვდა დასაქმებულთა გადადინება მიკრობიზნესში, რაც თავისთავად ითვლება ნეგატიურ პროცესად.


შესაბამისად, ინსტიტუტის ექსპერტები ელიან ტექნიკურ რეცესიას უკვე 2019 წელს და არა 2012-ში, როგორც პროგნოზირებს ეკონომიკის სამინისტრო.


რუსეთს ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი.


ახალი ამერიკული სანქციები


 2018 წლის ბოლოს ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების მორიგი პაკეტი - კერძოდ, ამერიკულ ბანკებს აეკრძალათ რუსული სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა და განთავსება და რუსეთის მთავრობის დაკრედიტება. ასევე შემოღებულია გარკვეული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტის აკრძალვა.


თუმცა, ეს სანქციები ატარებს უფრო დეკორატიულ ხასიათს, რადგანაც რუსეთის მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს არ სჭირდებათ სესხები დოლარებში და თუ დასჭირდათ - მოიძებნება სხვა წყაროებიც.


ექსპერტის ანტონ ტაბახის აზრით, გაცილებით უფრო დიდ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს ნავთობის გაიაფება და ამერიკულ-ჩინური სავაჭრო ომი.



რუბლი სუსტდება



აგვისტოს დასაწყისიდან რუბლმა განაგრძო დასუსტება  - დოლარი გაძვირდა 63,4-დან 66,5 რუბლამდე, ხოლო ევრო - 70,7-დან 74-მდე.



ექსპერტების აზრით ამის მიზეზია ჩინურ-ამერიკულ სავაჭრო ომთან დაკავშირებული რისკები მსოფლიო ეკონომიკისთვის და როგორც შედეგი - ნავთობის გაიაფება.


ექსპერტები არ ელიან რუბლის შემდგომ დევალვაციას და ვარაუდობენ, რომ ის დასტაბილურდება 65-66-ის დონეზე.


პარალელურად რუსეთში მცირდება ფიზიკური პირების დაკრედიტების მაჩვენებელი, რომელიც ივლისის ბოლოსთვის შემცირდა 2%-ით. ეს გახდა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სარისკო დაკრედიტების შეზღუდვის და რეგულაციების გამკაცრების შედეგი. ეს ასევე შეუწყობს ხელს ეკონომიკის ზრდის შენელებას.





თეგები:
რუსეთი



BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?

ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?
access_time2019-10-17 18:00:00
დღეიდან, ყველა კომერციულ ბანკს ერთად 700 მლნ დაერიცხება საკუთარ, საკორესპონდენტო ანგარიშებზე. საუბარია სარეზერვო მინიმუმის 5%-ით შემცირებულ თანხაზე, რომელიც სებმა თვის დასაწყისში შეამცირა და შედეგად ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. რა მოხდება 18 ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე და გამყარდება თუ არა ლარი ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ საუბრობს. ეროვნული ბანკი კომერციული...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...


მსგავსი სიახლეები

up