EU ბუნებრივი აირის ერთობლივად შესყიდვის პერსპექტივას განიხილავს

EU ბუნებრივი აირის ერთობლივად შესყიდვის პერსპექტივას განიხილავს

access_time2021-10-16 18:30:31

როიტერის ინფორმაციით, ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ბლოკში შემავალი ქვეყნები ენერგიის ფასების ზრდისგან თავდაცვის სხვადასხვა გზებს განიხილავენ.

ევროკავშირი მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს იმ ზომებს – „ინსტრუმენტთა პანელს“, რომელიც  გაზისა და ელექტროენერგიის  ფასების რეკორდული ზრდის საპასუხოდ წევრმა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის შესაძლო სარგებელსაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა წინა კვირას ესპანეთის მთავრობამ გააჟღერა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნებს ერთობლივი გაზის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება.

წელს ევროპაში ელექტროენერგიისა და გაზის ფასი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ერთის მხრივ, შეზღუდვების შემსუბუქებამ ენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რასაც თან დაერთო მიწოდების შემცირება. მიწოდება–მოთხოვნას შორის განსხვავებამ კი თავისთავად ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.


ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ფასების ზრდის კვალდაკვალ გარკვეული ზომები მიიღო, როგორიცაა ფასების ზედა ზღვრის დაწესება და საწვავის ან ელექტროენერგიის გადასახადის დროებით შემცირება.  ასეთი ზომები ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. შემცირებული გადასახადი კი ნაწილობრივ შეიძლება   იმ შემოსავლებით დაფინანსდეს, რომელსაც ეროვნული მთავრობები იღებენ ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრიდან.

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას არ სურს ევროკავშირის რეაგირება ენერგიის ფასების მატებაზე. გერმანიას და ნიდერლანდებს ბაზრის ფუნქციონირებაში ჩარევა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ბელგიას კი ეჭვი ეპარება, რომ  ერთობლივი გაზის შესყიდვა ფასების შემცირებაზე გავლენას მოახდენს.

ევროკომისიამ აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე ეფექტური გზა განახლებად ენერგიაში ინვესტიციების ზრდა და იმპორტდამოკიდებულების შემცირება იქნება.


წყარო: forbes.ge




სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up