ეტლით მოსარგებლეთათვის თბილისის მეტროპოლიტენით მგზავრობა მალე ხელმისაწვდომი გახდება

ეტლით მოსარგებლეთათვის თბილისის მეტროპოლიტენით მგზავრობა მალე ხელმისაწვდომი გახდება

person access_time2017-06-12 10:00:01

თბილისში, მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურში ეტლით მოსარგებლე პირთათვის სპეციალური პლატფორმები სატესტო რეჟიმში განთავსდება, რომლის საშუალებითაც ისინი ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებენ.

 


​თბილისის მერიაში, მეტროსადგურების ეტლით მოსარგებლე პირთათვის მისაწვდომობის თემაზე შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული ლაბორატორიის" შეთავაზება განიხილეს. პროექტის მიხედვით, მეტროსადგურებში ეტლით მოსარგებლე პირთათვის სპეციალური პლატფორმები განთავსდება, რომლის საშუალებითაც ისინი ესკალატორზე გადაადგილდებიან.
შეხვედრას თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 



როგორც "სითი კვირას" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროექტი, თავდაპირველად, სატესტო რეჟიმში განხორციელდება. პლატფორმები, რომლებსაც თავად ორგანიზაცია შეიძენს, დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე მეტროსადგურში განთავსება. მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, გადაწყდება, მოხდება თუ არა მეტროსადგურების მისაწვდომობის, აღნიშნული მეთოდით, უზრუნველყოფა.

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up