„ეტაპობრივად საქართველო ევროპის სადაზღვევო საბროკერო ბაზარზე არსებულ მაჩვენებლებს მიუახლოვდება“ - მაი ჯორჯია

„ეტაპობრივად საქართველო ევროპის სადაზღვევო საბროკერო ბაზარზე არსებულ მაჩვენებლებს მიუახლოვდება“ - მაი ჯორჯია

access_time2021-06-05 10:00:58

„გადაზღვევა - ეს არის დაზღვევა, რომელსაც სადაზღვეო კომპანიები საკუთარი რისკების დასაცავად ყიდულობენ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ სადაზღვევო ბროკერ „მაი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჯიშკარიანმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს გადამზღვევ კომპანიასთან გადაზღვევის შეძენა პირდაპირ არ შეუძლიათ, მისი თქმით, ის უნდა განხორციელდეს ბროკერის მეშვეობით. გარდა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობისა, სწორედ გადაზღვევის განთავსება არის კომპანია მაი ჯორჯია-ს ძირითადი საქმიანობა და ჯიშკარიანის თქმით, ამ სფეროში კომპანიას ბაზარზე ლომის წილი უჭირავს.

 

 

„როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით სულ 2-3 კომპანია ვიყავთ. დღეს უკვე ბაზარზე  16 საბროკერო კომპანიაა, თუმცა  საბროკერო კომპანიების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ის წილი, რაც ბაზარზე ბროკერებს უჭირავთ პატარაა (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობაში 7%- მდე, ხოლო გადაზღვევის საქმიანობაში 19%). აღსანიშნავია, რომ გარდა საბროკერო საქმიანობისა, ბაზარზე აგენტის როლში არიან ბანკები, ტურისტული სააგენტოები და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან დაქირავებული აგენტები, რომლებიც დაზღვევას ყიდიან. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ბროკერებზე 90% მოდის, რადგან მათ სისხლში აქვთ გამჯდარი, რომ რთული საქმე პროფესიონალებს მიანდონ, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოც ეტაპობრივად  ევროპის საბროკერო ბაზარზე არსებულ მონაცემებს მიუახლოვდება.

 

 

ბროკერის საქმიანობის უკეთ გასაგებად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტურისტული სააგენტოს მაგალითი.   ადამიანს შეუძლია თვითონ ეძებოს ავიაკომპანიები, დაადგინოს ფასები, შეადაროს ერთმანეთს პირობები, ან მივიდეს ტურისტულ სააგენტოში, უთხრას, რომ უნდა A პუნქტიდან B პუნქტში წასვლა და მათი მეშევეობით შესაძლო ვარიანტები მიიღოს, შეიძლება ცოტა მეტის გადახდა მოუწიოს, მაგრამ ეცოდინება რა არის ამა თუ იმ შემოთავაზებულ ვარიანტის უპირატესობა ან ნაკლოვანება. ჩვენ სწორედ სწორი არჩევნის გაკეთებაში ვეხმარებით“-  აღნიშნა ლევან ჯიშკარიანმა.

 

 

რაც ეხება გადაზღვევის თუ პირდაპირი დაზღვევის მომსახურეობის საფასო პოლიტიკას, ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ იმის დადგენა, თუ როგორ ითვლის სადაზღვევო კომპანია ტარიფს, საკმაოდ რთულია. ამისსთვის სადაზღვევო და გადამზღვევ კომპანიებს ჰყავთ ანდერაიტერები, რომლებიც წინა წლების სტატისტიკას ითვლიან, უყურებენ ბაზარს და შემდეგ დაზღვევის საფასურს განსაზღვრავენ.

 

 

 

ჩვენი მომსახურება როგორც წესი ჩადებულია საფასურში და სადაზღვევო კომპანიები ჩვენ საფასურს/საკომისიოს გვიხდიან, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი გაყიდვის არხი და ვმუშაობთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ. როდესაც რაიმე მსხვილ კომპანიაზე გვაქვს ტენდერი, ყველა სადაზღვევო კომპანიისთვის ეს პროცენტი არის ერთი და იგივე. ჩვენი ფუნდამენტური პრინციპი კლიენტის მხარეს დგომა და მისი კმაყოფილებაა. როდესაც ჩვენ ჩართული ვართ როგორც სადაზღვევო ბროკერი პირდაპირი დაზღვევის ნაწილში ამ შემთხვევაში არასდროს არ ვმონაწილეობთ იგივე რისკში როგორც გადაზღვევის ბროკერი, რადგან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.

 

 

რაც შეეხება ჩვენს ანაზღაურების ოდენობას, გვქონია შემთხვევები, როდესაც ჩვენი საკომისიო 5% ყოფილა, გვქონია შემთხვევა როდესაც 10% და ცოტა მეტიც. ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიო ჩვენ გვაქვს, თუმცა ეს იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ყველაზე დიდი მოცულობა გვაქვს და ვართ ბაზრის ლიდერები. როგორც წესი, ტენდერს ჩვენ თვითონ ჩვენი კლიენტის ჩართულობით ვაცხადებთ, ასევე ვართ სატენდერო კომისიის გუნდის წევრებიც. რაც შეეხება სახელმწიფო ტენდერებს და შესყიდვებს, იქ ბროკერებს საერთოდ არ გვაქვს საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რადგან სახელმწიფო ტენდერები პირდაპირ სადაზღვევო კომპანიებისთვის ცხადდება და იურიდიულად ბროკერი მონაწილეობას ვერ იღებს ამ პროცესში“, - აღნიშნა ლევან ჯიშკარიანმა.

 

 


„მაი ჯორჯიას“ დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა და პანდემიურ წელს საბროკერო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც ყველასთვის 2020 წელი მათთვისაც საკმაოდ რთული იყო, რაც განსაკუთრებით ტურიზმის და ავიაციის სფეროებზე აისახა. თუმცა, 2020 წლის პოზიტიურ მხარედ  ის ციფრულ რეჟიმზე გადასვლას ასახელებს  და ფიქრობს, რომ ამ ტრენდს სადაზღვევო ბაზარმა ფეხი მალევე აუწყო.

 

 

„ვფიქრობ, სადაზღვევო ბაზარი ძალიან მოკლე დროში ახალ რეალობას და მოთხოვნებს კარგად მოერგო. იყო პერიოდები, როდესაც სამუშაო და არასამუშაო საათები  ერთმანეთში გადაიხლართა და ხანდახან დილის 7-ზე ან ღამის 11 საათზე გვქონდა ონლაინ შეხვედრები და ფაქტიურად უწვეტ რეჟიმში ვმუშაობდით.

 

 

ჩვენი ძალიან ბევრი სადაზღვევო პოლისი დოლარშია ფიქსირებული და გადახდა ლარში ხდება, შესაბამისად ლარის კურსი დიდ როლს თამაშობს. როგორც მოგეხსენებათ, კურსმა დევალვაცია განიციდა და შექმნა გარკვეული პრობლემები. ლარის კურს დაემატა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს საქმიანობების შეჩერება. 2020 წელს კლება არ ფიქსირდება, თუმცა ზემოთხსენებული პრობლემების გამო წინ წასვლაც ვერ მოვახერხეთ“ -  აღნიშნა ლევან ჯიშკარიანმა.

 

 

 

ლევან ჯიშკარიანი ამბობს, რომ დღევანდელი სადაზღვევო საბროკერო ბაზარი და თავად „მაი ჯორჯია“ კორპორატიული მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, იყო რამდენიმე კომპანიის მცდელობა, რომ საცალო მიმართულებით ემუშავათ, თუმცა ეკონომიკური კრიზისიდან და საცალო დაზღვევაზე დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ვერ განვითარდა.

 

 

ჩვენ ძირითადად კორპორატიული მიმართულებით ვმუშაობთ, ავიაციაში საკმაოდ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, რამდენიმე სამწუხარო ავია კატასტროფით გამოწვეული ანაზღაურების პროცესში მე პირადად ვიყავი ჩართული. გარდა ამისა, ვმუშაობთ ჰორეკას მიმართულებით, ძალიან ბევრი სასტუმრო ჩვენი კლიენტია, ასევე ხშირად გვიკვეთავენ არასტანდარტულ პაკეტებსაც, მაგალითად, ასეთია სამშენებლო ან ტერორიზმის რისკების დაზღვევა. ასევე გვაქვს ნიშური პროექტებიც, მაგალითად არქიტექტორის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

 

რაც ეხება ფრონტინგულ დაზღვევას, ანუ 100 პროცენტიან გადაზღვევას, ასეთი ტიპის პოლისების არსებობა განპირობებულია იმ მიზეზით, რომ საქართველოს კანონმდებლობით სადაზღვევო პოლისის გაყიდვა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ ქართულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია. ასევე არის პრაქტიკა, როდესაც უცხოურ კომპანიას, რომელიც საქართველოში ფილიალს ხსნის, უკვე აქვს მის ქვეყანაში არსებულ დიდ სადაზღვევო კომპანიასთან ურთერთობა. ასეთი კომპანიები  საქართველოში დიდი რისკების დაზღვევის დროს ითხოვენ, რომ მათი რისკები დაზღვეული იყოს მათ პარტნიორ სადაზღვევო კომპანიაში. ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების  შედეგად მოთხოვნილია, რომ გადაზღვევის დროს გადამზღვეველ კომპანიას მინიმუმი რეიტინგი (მინიჭებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ) უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, რომ მსოფლიო დონის კომპანიებს ყველას აქვთ მინიმუმ A, A- რეიტინგი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც, მაგალითად, BBB რეიტინგი აქვთ ცუდი კომპანიებია.  არსებობს, ძლიერი და ძალიან ძლიერი რეიტინგის მქონე კომპანიები. როდესაც საუბარია  AA  რეიტინგის მქონე კომპანიაზე, ზარალის ანაზღაურების დროს, როდესაც ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს ათეულობით ან ასეულობით მილიონს, ამგვარი ზარალის ანაზღაურება მათ უპრობლემოთ შეუძლიათ. სწორედ  ამიტომ აქვს ასეთ კომპანებს მაღალი რეიტინგი“, - აღნიშნა ლევან ჯიშკარიანმა.

 

 

 

„მაი ჯორჯიას“ დირექტორი ასევე ამბობს, რომ მათი კომპანია ბაზარზე პიონერი იყო სხვადასხვა დაზღვევის მიმართულებით. პირველია, ვინც საქართველოს ბაზარზე  ფილმების  დაზღვევა შემოიტანა, რომელიც რეჟისორის ან მსახიობის ავად გახდომის ან სხვა მიზეზის გამო საკმაოდ ძვირადღირებული კინო გადაღების ჩავარდნილი დღის ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს.

 

 

რაც ეხება ზოგადად დაზღვევის საფასო პოლიტიკას, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი ფასი გადაზღვევის ფასზეა დამოკიდებული და ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ სახეობებში ფასები საკმაოდ იზრდება, რაც ბაზარს დაეტყო.

 

 

„მაგალითად გაათმაგდა ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო რისკების დაზღვევის ტარიფები.   რაც შეეხება აგროდაზღვევას, ის ყველაზე ზარალიან კლასად მოიაზრება და რომ შევადაროთ  ტარიფები, თუ ქონების  დაზღვევა ვთქვათ 0,5% -  ია,   ამ შემთვევაში,  7-8 % -ზეა  საუბარი, ანუ ძალიან  დიდი სხვაობაა. ჩემი აზრით,  ერთ-ერთი გამოსავალი იმისათვის, რომ აგროდაზღვევა  კარგად წარიმართოს  ის  უნდა იყოს ყოვლისმომცველი და ყველა უნდა ყიდულობდეს“, -  აღნიშნა ლევან ჯიშკარიანმა.

 

 

ჯიშკარიანი  2021 და შემდეგ  წლებს  იმედიანად უყურებს და  ფიქრობს, რომ ვაქცინაციის შედეგად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება. მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ახალი კოლეგა შეურთდა „მაი ჯორჯია“ გუნდს და სამომავლოდ ამ მიმართულების გაფართოვებასაც გეგმავენ.



თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up