ეტაპობრივად, ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ:- კახა კალაძე ტყიბულში ბეჟან წაქაძის წარდგენაზე

ეტაპობრივად, ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ:- კახა კალაძე ტყიბულში ბეჟან წაქაძის წარდგენაზე

access_time2020-09-20 21:55:18

მოხარული ვარ, რომ დღეს, „ქართული ოცნების გუნდთან ერთად, ვიმყოფები ტყიბულში-პატიოსანი, პატრიოტი და მშრომელი ადამიანების ქალაქში, სადაც მაღაროელები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის ყოველდღიურად მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. ჩვენმა გუნდმა, ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. — კახა კალაძე


„ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უკეთესობისკენ შეიცვალა შრომის კოდექსი. ამ მიმართულებით პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაქმებულთა ღირსეული შრომის პირობები და სოციალური გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი. საქართვველოს მსგავსი, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ დაცული იყოს ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შორის. ეტაპობრივად, ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ, გავაძლიეროთ ეკონომიკა და თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეს. — განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ



2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროში კოლოსალური თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ხელმისაწვდომი გახდა განათლება და ჯანდაცვა, მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა, სადაც მოქალაქეს სახელმწიფოს გვერდით დგომისა და დახმარების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა. დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნა და მოწესრიგება და ა.შ. ამ და სხვა პროექტების მიზანი ქვეყნის წინსვლა და თითოეული ოჯახის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შემოსავლების ზრდაა. როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ერთმანეთის მხარდამხარ 24-საათიანი მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ტყიბულს, რომელიც აწუხებს ამ რეგიონს და ზოგადად პრობლემებს, რომლებიც არსებობს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ დღეს ეს გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამ ყველაფრის შენარჩუნება შეუძლია, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო და მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად მივაღწევთ წარმატებას. — განაცხადა თბილისის მერმა ტყიბულში 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up