ესტონურ მოდელზე ჩვენი მოლოდინები გადაჭარბებული იყო- პაატა შურღაია

ესტონურ მოდელზე ჩვენი მოლოდინები გადაჭარბებული იყო- პაატა შურღაია

access_time2020-10-02 14:00:51

„ესტონური მოდელი“ არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადმოსახედიდან ჩვენი მოლოდინები ნამდვილად გადაჭარბებული იყო,“- რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ კომპანია „გრანთ თორნთონის“ პარტნიორმა პაატა შურღაიამ  საგადასახადო პოლიტიკასა და უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში მის გავლენებზე ისაუბრა.


„ეკონომიკის კუთხით ჩვენ ვართ გარდამავალი ქვეყანა და ცვლილებები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია.  რაღაც ტიპის ცვლილებები 2-3 წელიწადში ერთხელ, იქნება ეს ხარჯების, თუ ზოგადად ეკონომიკის გახსნილობის კუთხით, აუცილებელია, უნდა იგრძნობოდეს პროგრესი.  რაც შეეხება კოდექსის განვითარებას, 2004 წელს გადასახადების რაოდენობა წარმოადგენდა 21-ს, 2006 წლისთვის ეს რიცხვი 7-მდე შემცირდა, 2008 წლიდან კი 6 დარჩა, 5 საერთო სახელმწიფოებრივი და 1 ადგილობრივი გადასახადი. 2008 წლიდან 2020 წლამდე, საგადასახადო განაკვეთში არანაირი ცვლილება არ გვქონია. ცვლილებების პირველი ფაზა რაოდენობის და განაკვეთების კუთხით განხორციელდა, მეორე ფაზა  2011 წელს  საგადასახადო კოდექსის გაციფრულებით დაიწყო, ხოლო მესამე ფაზა 2016 წელს ე.წ „ესტონური მოდელით“. ამის შემდგომ, გარდა მიკრო დონისა, საგადასახადო კოდექსში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელებულა,“- აღნიშნავს პაატა შურღაია.


მან გადაცემაში აღნიშნა,რომ შედეგების გათვალისწინებით, „ესტონურ მოდელთან“ დაკავშირებული მოლოდინები გადაჭარბებული იყო, ამის ერთ-ერთ მიზეზად პაატა შურღაია ქვეყნის ლიბერალურ პოლიტიკას ასახელებს.



„ე.წ „ესტონური მოდელი“ არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადმოსახედიდან ჩვენი მოლოდინები ნამდვილად გადაჭარბებული იყო. ეს მოდელი ესტონეთში 2000 წელს განხორციელდა, საქართველოში კი 2017 წლიდან, თუმცა შედეგების თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავებული შედეგები გვაქვს, რაც გამოწვეული იყო მაგალითად, საგადასახადო თვირთვის ზომით, რომელიც ესტონეთში დიდი იყო და მისმა განხორციელებამ მეტი ეფექტი მოიტანა, ვიდრე საქართველოში. იმიტომ,რომ საქართველოში ძალიან ლიბერალური პოლიტიკა გვაქვს,“- ამბობს შურღაია.


პაატა შურღაიამ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე და საგადასახადო კოდექსში ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს.


„კოდექსი უნდა შეიცვალოს ფუნდამენტურად, როგორც შინაარსობრივი, ისე რაოდენობრივი, განაკვეთისა და ზოგადად, დამოკიდებულების კუთხით. უნდა მოხდეს ნებისმიერი რეფორმის, რომელიც ტარდება, მათ შორის,  შრომის კანონმდებლობის და სხვა დანარჩენი კანონების, რომ უნდა გავაკეთოთ რეგულირების გავლენის შეფასება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში, იმიტომ,რომ ჩვენი ეკონომიკა მასზეა დამოკიდებული. ჩვენ შიდა წარმოება არ გვაქვს, ექსპორტი ვერ მუშაობს, რომ არ ვიყოთ უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებული. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ გაიზარდოს დასაქმება და გაიზარდოს კვალიფიციური მუშა ხელის რაოდენობა. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ექსპანსიის მნიშვნელობის გამოკვეთაც. ინსტიტუტბმა უნდა შეცვალონ მოქცევა ბიზნესის მიმართულებით,“- აღნიშნავს პაატა შურღაია.

 

ნათია კეკენაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up