“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

access_time2019-08-20 19:30:07



1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


  1. ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი).



2. ესტონეთი არის საქართველოზე 30%-ით პატარა ტერიტორიით და თბილისის ზომის მოსახლეობით, ამავე დროს საქართველოზე 4-ჯერ მეტი ექსპორტით.


3. ესტონეთს სახმელეთო საზღვრის ნახევარი აქვს რუსეთთან, ხოლო მოსახლეობის 25% ეთნიკური რუსია, მიუხედავად ამისა, არც ექსპორტში და არც იმპორტში რუსეთის წვლილი 7%ზე მეტი არ არის.



4. ესტონეთის საშუალო განათლების სისტემა აღიარებულია საუკეთესოთა შორის ევროპაში, პიზას კვლევით, მათემატიკაში მხოლოდ შვეიცარიას ჩამოუვარდება, წაკითხულის გააზრეებაში ფინეთს და ირლანდიას, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში პირველ ადგილზეა.



5. ესტონეთში საშუალო პენსია 1400 ლარის ხოლო საშუალო ხელფასი 3500 ლარის ექვივალენტია, ერთერთი ყველაზე მცირე საგარეო ვალი აქვს (8% ნაკლები), დედაქალაქ ტალინში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოა, ბიუჯეტის დეფიციტი ნულთან ახლოს, ევროპის სილიკონ ველის ეძახიან ინოვაციების და სტარტაპების რაოდენობის გამო, პირველი ქვეყანაა მსოფლიოში ვინც არჩევნები ელექტრონულად ჩაატარა.



6. ესტონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა 2004 წლიდან.


ესტონეთი ჩვენი დიდი მეგობარი და მოკავშირეა.


ვულოცავ ესტონელებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!!!






მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა
access_time2019-09-20 19:00:20
2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ. ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა. ...


მსგავსი სიახლეები

up