ესკიზი - თელავში ქართული ბრენდის ბუტიკური სასტუმრო გაიხსნა (ფოტოები)

ესკიზი - თელავში ქართული ბრენდის ბუტიკური სასტუმრო გაიხსნა (ფოტოები)

access_time2020-07-27 13:30:42

 1 ივლისს თელავში, სოფელ კურდღელაურში ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული ბრენდის სასტუმრო ესკიზი გაიხსნა. როგორც სასტუმროს მფლობელი ნოკა თორაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს  ესკიზის შექმნა მეცნიერების, კულტურის და შემოქმედების შეხვედრას და ერთიანი ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად.


სასტუმროში წარმოდგენილია 57 კონცეპტუალური ოთახი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ნომერში სხვადასხვა დეკორაცია და კულტურულ კონცეფციას ატარებს. სასტუმრო განთავსებულია 6500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მიწის ნაკვეთში შედის არა მარტო ესკიზის  შენობა, არამედ კახური სახლიც.


სექტემბრიდან კი ბრენდის სასტუმრო თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზეც გაიხსნება.


ესკიზი მოვაქციეთ  ერთ  ბრენდის  ქვეშ - ჯერჯერობით არის თელავში, მალე  იქნება  თბილისში და  ვაპირებთ „ესკიზი გუდაურის“  რებრენდინგსაც.

ბრენდის სახელი და ლოგო დაკავშირებულია თბილისში მდგარ შენობასთან, ეს  შენობა მეცხრამეტე  საუკუნეში იქნა აგებული და იყო საზოგადოებრივი სახლი, სადაც ხშირად  ხდებოდა შეკრებები ლიტერატურაზე და ძალიან კულტურულ-ესსთეტიური შეხვედრები. ესკიზის ლოგოსა და კონცეფციის   შთაგონება სწორედ საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სახლი გახდა.

თელავში ამჟამად საცურაო აუზი და ორნაირი  რესტორანი გვაქვს, ქვევით არის მარნის რესტორანი და პატარა ვენახი.

დიზაინი უფრო მიმართულია კულტურულ და მშვიდ დასვენებაზე, ასოცირდება  ღვინოსთან, წიგნებთან,  ლიტერატურასთან. თელავის სასტუმროში გვაქვს  ბიბლიოთეკაც,“ - განმარტავს ნოკა თორაძე.






სასტუმროს გეგმებზე  გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა, რადგანაც თავდაპირველი საფასო ზღვარი, კრიზისის გამო შეიცვალა და ამჟამად სტანდარტული ნომერი 80 დოლარი ღირს.


„რადგანაც  მსოფლიო კრიზისია, ყველა სასტუმროს მსგავსად მოგვიწია  ფასების  დაწევა. სეზონზე  ვფიქრობდით დაგვედო 120 დოლარი ორ  ადგილიან სტანდარტულ  ნომერზე, თუმცა კრიზისის  გამო ფასები შემცირდა და 80 დოლარი გახდა. ვცდილობთ გავითვალისწინოთ ბაზრის ფასები და სეგმენტი.


იმის მიუხედავად, რომ ძალიან აგრესიული მარკეტინგით არ გვისარგებლია, სტუმრები გვყავდა გახსნისთანავე,“ - აღნიშნა ნოკა თორაძემ.


თბილისში სასტუმროს ნომრების გახსნისგან თავს იკავებს ბრენდის მფლობელი თუმცა სექტემბრიდან სხვადასხვა სივრცეების გახსნას გეგმავს.


„თბილისში თავდაპირველად Esquisse-ის სასტუმროს  სივრცეები, რესტორანი, ლობი,  ბარი გაიხსნება, რადგან  თბილისში ნომრების  გახსნას  აზრი  არ  აქვს და თავს ვიკავებთ. თუმცა პირველი სექტემბრიდან ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება“ - ამბობს Esquisse-ის მფლობელი.

 



 

 



მარიამ მორგოშია

თეგები:
ესკიზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up