ესპანური ნუში საქართველოში - რა პერსპექტივა აქვს ნუშის წარმოებას ქვეყანაში

ესპანური ნუში საქართველოში - რა პერსპექტივა აქვს ნუშის წარმოებას ქვეყანაში

access_time2020-05-20 16:40:47

გარდაბანში, ლემშვენიერას ტერიტორიაზე ნუშის ესპანური ნერგებით გაშენებული ბაღი, რომელიც „სუპერ ინტენსიური“ ნუშის სახეობას განეკუთვნება კომპანია Bar Lev Management-მა 2018 წელს 8 ჰექტარ ფართობზე გააშენა. 2021 წლისთვის კი მისი გაფართოება 350 ჰექატარამდე იგეგმება.


როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გეგა ბაღათურია „კომერსანტთან“ განმარტავს, მცენარის ეს სახეობა მოსავლელად იმდენად ადვილია, რომ თავისუფლად შეუძლია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავება.


„ჩამოტანილი გვაქვს ნუშის უმაღლესი ხარისხის 6 ჯიში, ესენია: Guara, Penta, Soleta, Isabelona, Vialfas, Avijor. ეს ნუშები დამყნობილია ქლიავის საძირეზე, რომელიც ასევე ცნობილია თავისი მდგრადობით.სუპერ ინტენსიურ“ ნუშის ბაღს ბევრი უპირატესობა აქვს ტრადიციულთან შედარებით. ნუში იზრდება მაქსიმუმ 3 მეტრის სიმაღლის, შესაბამისად ყველა ოპერაცია რაც  ბაღის მოვლასთანაა დაკავშირებული, ბევრად მარტივია. კერძოდ - სხვლა ხდება მექანიზებულად, ტრაქტორის მისაბმელის დახმარებით. ხოლო, ტრადიციული ბაღში სხვლას ჭირდება ბევრად მეტი დრო და რაც ყველაზე მთავარია კვალიფიციური მუშახელი. მოგეხსენებათ ამ უკანასკნელის დიდი დეფიციტია საქართველოში“, - განმარტავს გეგა ბაღათურია.


რა გარემო პირობებს საჭიროებს აღნიშნული ნუშის სახეობა საქართველოში და რა პერსპექტივა აქვს პროდუქტს ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაკავებლად? გეგა ბაღათურია აღნიშნავს, რომ ამ კუთხით საქართველოს, როგორც ნუშის მწარმოებლის პოტენციალი ძალიან დიდია, რადგან პროდუქტი მოთხოვნადია.


ნუში ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ამას არ უნდა შევხედოთ,  როგორც მხოლოდ საჭმელ „სნექს„. ნუშისგან ძალიან მარტივად შესაძლებელია მივიღოთ ნუშის რძე, რომელიც რთულად მოიპოვება ჩვენს ბაზარზე და თუ იპოვით ფასი არ მოგხიბლავთ. ასევე შესაძლებელია ნუშის ზეთის გამოყვანა. საქართველო ნუშის მწარმოებელთა სიაშრომ შევიდეს ეს დადებითად აისახება როგორც ფერმერზე, ასევე ქვეყანაზე. ნუშის ბოლო 20 წლის ფასის დინამიკას რომ გადავხედოთ დავრწნუდებით, რომ საკმაოდ სტაბილურობით გამოირჩევა, ეს განპირობებულია იმით რომ საკმაოდ სპეციფიკური კლიმატი უნდა, ამ კლიმატით კი აღმოსავლეთ საქართველო დაჯილდოვებულია და ეს აუცილებლად გამოსაყენებელი ფაქტია.



ნუშის გასახარებლად საჭიროა თბილი ზაფხული და ცივი ზამთარი, ნუში ვერ ხარობს ტენიან ნიადაგზე და ზღვის დონიდან 800 მეტრის ზევით მისი გაშენება ძალიან სარისკოა. მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს გაზაფხულის ყინვები,იმის გათვალისწინებით რომ ნუშს მარტ-აპრილში გამოაქვს ყვავილი ამ დროს ყინვები მოსავლის გარეშე დატოვებს ფერმერს. ამიტომ აუცილებელია მიწის შერჩევისას გადამოწმებულია იყოს უახლოეს კლიმატურ სადგურში გაზაფხულის დღიური ტემპერატურები და სწორედ ამის მერე შეიძლება ბაღის გაშენებაზე ფიქრი. -  აღნიშნავს გეგა ბაღათურია.


ნუშის ესპანური სახეობის ბაღი გაშენებიდან მე-2 წელს იძლევა ნიშანს, ამჟამად სწორედ ეს ეტაპია, ხოლო მე-4 წელს სრულ მსხმოიარობაში შედის. ბაღებში ჩადებული თანხის უკუგება კი დარგვიდან მე-6 წელს ხდება. განსხვავებით ტრადიციული ნუშისგან, რომელიც გაშენებიდან მე-6 წელს მსხმოიარობაში შედის. ესპანური სანერგე კომპანია Agromillora-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში Bar Lev Management-ი სამომავლოდ საქართველოში მოყვანილი ნუშის ექსპორტსაც გეგმავს.


ნუშის ექსპორტი არაა რთული პროცესი. პროდუქტიც  მალფუჭებადი არ არის და მისი ტრანსპორტირებაც პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად, ევროპა წელიწადში 300,000 ტონა ნუშს მოიხმარს და  მხოლოდ 80,000 ტონას აწარმოებს, დანარჩენი ამერიკიდან იმპორტირებულია. საქართველოში კი გვაქვს ძალიან საინტერესო სახელმწიფო გრანტები, მუშახელი იაფია ევროპასთან შედარებით, კომუნალურებიც ბევრად იაფია და ჯამში ჩვენი ნუშის თვითღირებულება ბევრად ნაკლები ღირებულებისაა ამერიკულთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხში დიდი განსხვავება არ არის, ყველა იმპორტიორი დაინტერესებულია პროდუქტის შეძენა იაფი დაუჯდეს, რისი შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია.


ჩვენ უკვე დავამყარეთ კონტაქტი ერთ-ერთ ესპანურ კომპანიასთან რომელიც ყოველწლიურად  25,000 ტონას ნუშს ყიდულობს და მზად არიან ჩვენთან და ჩვენ კლიენტებთან თანამშრომლობისთვის“,- განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.


ნუშის ამ კონკრეტული სახეობების ბაღის გასაშენებლად სამი წლის განმავლობში 400 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up