3-თვიანი კარანტინის შემდეგ ესპანეთში საგანაგებო მდგომარეობა გაუქმდა და ქვეყანამ საერთაშორისო ტურისტების მიღება განაახლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვრები ევროპის სახელმწიფოების უმეტესობისთვის არის გახსნილი. ქვეყანაში ჩასულებს სიცხეს უზომავენ, ადგენენ ჰქონდათ თუ არა მათ კორონავირუსი და საკონტაქტო დეტალებს ართმევენ. ასევე მოქმედებს უკვე ჩვეული წესები: სოციალური დისტანციის დაცვა, საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა.
წლის განმავლობაში ესპანეთს დაახლოებით 80 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ამ სფეროზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12% მოდის. ამიტომ ტურიზმის აღდგენას ესპანეთის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს.
ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით ევროპაში მესამე ადგილზეა, COVID-19-ს ქვეყანაში 28 322 პაციენტი ემსხვერპლა. საგანგებო მდგომარეობა და ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კარანტინი მსოფლიოში ესპანეთში 14 მარტს გამოცხადდა.
Imedinews