113 წლის ესპანეთის ქალის უხუცესი ადამიანია, ვინც კორონავირუსის დამარცხება შეძლო. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში დაბადებული მარია ბრანიასი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ვირუსით აპრილში, ესპანეთის ქალაქ ოლოტის მოხუცებულთა სახლში დაავადდა, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობს. მან ავადმყოფობა საკუთარ ოთახში, იზოლაციაში ყოფნისას. მასთან კონტაქტი მხოლოდ 1 მზრუნველს ჰქონდა, რომელიც ოთახში დამცავი კოსტიუმის გარეშე არ შედიოდა.
სახლის წარმომადგენლის თქმით, მარია COVID-19-სგან სრულად განიკურნა და თავს მშვენივრად გრძნობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews.ge