სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.
მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს.
როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა.
წყარო: https://europetime.eu