ესპანეთში 45 მლნ უცხოელ ტურისტს ელოდებიან

ესპანეთში 45 მლნ უცხოელ ტურისტს ელოდებიან

access_time2021-05-14 19:30:00

ესპანეთის ტურიზმის მინისტრი რეიეს მაროტო აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში 45 მლნ უცხოელი ტურისტის ჩასვლას ელოდებიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. უცხოელი ტურისტების ასეთი რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის რაოდენობის ნახევარზე ოდნავ მეტია.


„მალე ესპანეთი მზად იქნება, რომ მსოფლიოსთვის ისევ გაიხსნას. თუმცა მოგზაურობების დაგეგმვა ახლაც შესაძლებელია,“ - აცხადებს მინისტრი.


ვაქცინაციის წარმატებული კამპანიის შედეგად, მთავრობა ცდილობს, ტურისტული სეზონი ნაწილობრივ მაინც გადაარჩინოს. ესპანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა. თუმცა კორონაპანდემიის გამო, გასულ წელს ქვეყანაში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 80%-ით ნაკლები იყო.



ტურიზმის მინისტრმა დააანონსა, რომ მთავრობა შექმნის „შუქნიშნის რუკას“, რომელიც ტურისტული მოგზაურობების შესაძლებლობებს განსაზღვრავს. როგოგრც ცნობილია, ევროკავშირი ივნისიდან „ვაქცინაციის პასპორტების“ შემოღებას აპირებს. მინისტრი აცხადებს, რომ ესპანეთში ასეთ პასპორტებს მხოლოდ მაღალი ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების მოგზაურებს მოთხოვენ, ხოლო 20 მაისიდან ბრიტანელი ტურისტებისთვის უარყოფითი ტესტის წარდგენის სავალდებულო ზომა გაუქმდება.


BPN.GE



თეგები:
ტურისტი



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up