ესპანეთის მთავრობამ დედაქალაქ მადრდიში კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია გასცა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მადრიდის ცალკეულ უბნებში კარანტინი უკვე მოქმედებს. ახალი შეზღუდვები ესპანეთში მას შემდეგ დაწესდა, რაც ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ კვლავ მოიმატა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 704 209 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 118 პაციენტი გარდაიცვალა.
1tv.ge