ესპანეთში ტურისტებს შესვლის უფლება ივლისიდან მიეცემათ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, წერს theguardian.
„ესპანეთი წელიწადში 80 მილიონზე მეტ ტურისტს იღებს. ივლისიდან ქვეყანა ტურისტებისთვის ისევ გაიხსნება და მათი უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. მათ შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა უკვე დაგეგმონ“, -აღნიშნა სანჩესმა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID19-ის 281 904 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 28 628 ადამიანი, 200 000-მდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ესპანეთის მემარჯვენე პარტია „ვოქსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
Imedinews