ესპანეთი საშობაო და საახალწლო წვეულებებისთვის 10-კაციან შეზღუდვას აწესებს

ესპანეთი საშობაო და საახალწლო წვეულებებისთვის 10-კაციან შეზღუდვას აწესებს

access_time2020-12-04 22:30:49

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილას ინფორმაციით, ოთხშაბათს ქვეყნის მთავრობამ ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნა დააკმაყოფილა და საშობაო და საახალწლო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაქსიმუმ 10-კაციანი შეკრების უფლება გასცა.

 

ნებართვა გულისხმობს შობის წინა ღამეს, უშუალოდ ქრისტეშობის დღეს, მიმავალი წლის ბოლო დღესა და ახალი წლის პირველ დღეს ოჯახებში შეკრებას მითითებული ზღვრული ოდენობით. არსებული ზოგადი წესიდან მცირედი გადახვევით დასაშვები ხდება 6-მდე ადამიანის შეკრება, გარდა იმ რეგიონებისა, სადაც ადგილობრივი ლიმიტია დაწესებული. არსებული კომენდანტის საათი ესპანეთის რეგიონების უმრავლესობაში 21:00-დან 01:30-მდე გახანგრძლივდება 24 და 31 დეკემბერს.

 

რეგიონებს შორის მობილობა იკრძალება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, გარდა ოჯახის წევრების მონახულებისა. მინისტრი არ განმარტავს, ეს სქემა როგორ იმუშავებს ან როგორ განხორციელდება კონტროლი. სავარაუდოდ, რთული ამოცანა უდგას კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რადგან მრავალი ადამიანი სწორედ შობისთვის ბრუნდება მშობლიურ ოჯახში.

 


„სასურველია, რომ ხალხმა თავად შეიზღუდოს თავი და სოციალური კონტაქტებიც მინიმუმამდე შეამციროს“ - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი და ხალხს მოუწოდებს, არ ისარგებლონ მოცემული სიტუაციით. „მოკლედ და კონკრეტულად, წელს შობას მთელი ქვეყანა სახლში აღვნიშნავთ“. ესპანეთის ყველა ცალკეულ რეგიონს აქვს უფლება თავად გაამკაცროს ზომები და მობილობა კიდევ უფრო შეზღუდოს. ევროპის ქვეყნებში მთავრობები ცდილობენ ვირუსის გავრცელება შეაკავონ და იმავდროულად ხალხს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მისცენ ზეიმის საშუალება. 10-კაციანი ლიმიტი ბავშვების ჩათვლით იანგარიშება და ოფიციალური რეკომენდაციით ოჯახის განშტოებების წევრებს გულისხმობს, თუმცა სხვა სტუმრებს გამორიცხავს.

 

ესპანეთის მთავრობამ 6-თვიანი საგანგებო ვითარება დააწესა ნოემბერში, რაც რეგიონებს სრულ იურიდიულ საფუძველს აძლევს კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დასაწესებლად.

 

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი შენელებულია, თუმცა მანამდე ჯამში 1.66 მილიონი შემთხვევით დასავლეთ ევროპის უმაღლეს ნიშნულზეც აღმოჩნდა. ოთხშაბათის მდგომარეობით, ქვეყანაში გარდაცვლილია 45 784 ადამიანი. სადღესასწაულო წესები შეთანხმებულია და 6-თვიანი საგანგებო ვითარების ფარგლებში მოიაზრება, რომელიც მაისამდე იმოქმედებს. მინისტრმა ოთხშაბათს ისიც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები არიან პასუხისმგებელნი უპოვარი მოსახლეობის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე. ამ პერიოდში სახლის იძულებით დაცლის ორდერების აღსრულებაც იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

imedinews.ge


თეგები:
ესპანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up