ესპანეთი – მზიანი დღეების ქვეყანაში სამოგზაუროდ შემოდგომა იდეალური დროა

ესპანეთი – მზიანი დღეების ქვეყანაში სამოგზაუროდ შემოდგომა იდეალური დროა

access_time2021-09-15 15:55:43

გამორჩეული არქიტექტურა, კარგი კლიმატი, უგემრიელიესი სამზარეული, მზიანი, ფართო სანაპიროები, აქტიური კლუბური ცხოვრება და ბევრი თავგადასვლები -  ესპანეთი - ქვეყანა, რომელიც ემოციების გარეშე არ ტოვებს დამთვალიერებელს. სანგრიას, ფლამენკოს, ცეცხლოვანი საღამოების და მზიანი დღეების ქვეყანაში სამოგზაუროდ შემოდგომა სწორედ იდეალური დროა.



ესპანეთის ყველაზე მონახულებადი ქალაქი - ბარსელონაა, მისი მთავარი ხიბლი კი  გაუდის არქიტექტურული შედევრები. ქალაქის სიმბოლო და დღემდე დაუსრულებელი ნაგებობა - Sagrada Familia ვერავის დატოვებს გულგრილს.   პასეო დე გრასიას ქუჩას გაუდის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებამდე  მივყავართ  - კასა მილა, კასა ბატლო, კალა ამატლერი. გაუდი სულ სხვა სამყაროში ამოგზაურებს მნახველს, ექსტრავაგანტული, ცოტა უცნაური და განუმეორებელი, ფერების და სილუეტის შეხამება - ის რაც დიდხანს ახსოვს ბარსელონაში ჩასულ დამთვალიერებელს.



გოთიკური კვარტალი სულ სხვა დროში გამოგზაურებთ, ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩებიდან ფართო გამზირებზე აღმოჩნდებით, ტაპასების ნაირსახეობას დააგემოვნებთ, სანგრიას მიირთმევთ და გზას ბარსელონეტას ხმაურიანი სანაპიროსკენ გააგრძელებთ. მუზეუმებით, ფერადი ბაზრებით, რესტორნებით და ბარებით, ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასითებელი ზღვის პროდუქტებით, ფართო სანაპიროებით და მზიანი დღეებით გაგანებივრებთ ქალაქი,  რომელიც ერთდროულად ძალიან ევროპული და ძალიან ინდივიდუალურია.




ზღვის და დასვენების მოყვარულებს არა მხოლოდ ბარსელონას სანაპიროები, არამედ კოსტა-ბრავას  საკურორტო ზონაც ელის. ლორეტ დე მარის, ბლანსის, ტოსა დე მარის, კალელას საკურორტო ზონები ნებისმიერი ინტერესის დამსვენებელს ერგება. წყალი ლურჯი და კამკამაა, ამინდი - მზიანი, რესტორნების და ბარების დიდი არჩევანია, სასტუმროები სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე დამსვენებელს მასპინძლობენ, საოჯახო თუ აქტიური დასვენებისთვის კოსტა ბრავაზე განტვირთვა საუკეთესო იდეაა. კოსტა ბრავადან შეგიძლიათ მოინახულოთ ფიგუერესი, ქალაქი რომელიც გენიალური სალვადორ დალის მუზეუმით ამაყობს. მუზეუმი ისეთივე ექსცენტრიუია, როგორც თავად დალი, თითოეული ნამუშევარი განსხვავებულად სუნთქავს. თავად ქალაქი პატარაა და მის დასათვალიერებლად ერთი დღე სრულიად კმარა.




საზღვაო მიმართულებებიდან ასევე უნდა აღინიშნოს ბალეარის კუნძულები და  ყველაზე გავრცელებული ტურისტული ადგილები -  მალიორკა და იბიცა. კუნძულები განსაკუთრებით მიმზიდველია დამსვენებლისთვის  კლიმატის გამო, აქ მთელი წლის განმავლობაში ძალიან თბილა.




ბალეარის კუნძულებს შორის უდიდესია მალიორკა, სადაც წელიწადში 300 დღე მზიანია. მალიორკა ულამაზესია თავისი პატარა სოფლებით, მთებით და ყურეებით. მალიორკა გარდა იმისა, რომ გამოირჩევა სანაპირო ზოლით, ასევე მიმზიდველია მისი ისტორიული ცენტრით - პალმა დე მალიორკა, რომელიც წარმოადგენს კუნძულის დედაქალაქს. დამსვენებლებს შეუძლიათ მოინახულონ გოთური ტაძარი, საიდან ულამაზესი ვიწრო ქუჩებით მოხვდებიან კუნძულის თანამედროვე ნაწილში.



ბალეარის ასევე ულამაზესი კუნძულია იბიცა, რომელიც გამოირჩევა ხმაურიანი და აქტიური კლუბებით, ლუდის ბარებით და სხვადასხვა სახის რესტორნებით. კუნძულს ხშირად სტუმრობენ აქტიური დასვენების მოყვარულები, რადგან კუნძული ცნობილია აქტიური კლუბური ცხოვრებით, ფესტივალებით. სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი ნაკლებად ხალხმრავალია, საუკეთესო პერიოდი სასიამოვნო დასვენებისთვის.




რა უნდა გაითვალისწინოთ:  ესპანეთში გამგზავრება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული მგზავრებისთვის, 12 წლიდან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებელია. დაშვებული ვაქცინებია - Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac.



ესპანეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები ჯერჯერობით არ სრულდება, ამიტომ ნებისმიერ ქალაქში გამგზავრება შესაძლებელია ტრანზიტულად. მრავალფეროვანი, საინტერესო დასვენების დაგეგმაში კი ტურისტული კომპანია “I’m Georgia” დაგეხმარებათ, რომ თქვენი ესპანური თავგადასავალი უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს.

 



(R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up