ესპანეთის მოსახლეობის 85%  მარიხუანას  ლეგალიზაციის მომხრეა

ესპანეთის მოსახლეობის 85% მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეა

access_time2019-02-22 20:00:55


ბუნდოვანი კანონმდებლობის წყალობით, ესპანეთი ევროპაში კანაფის მოწინავე მწარმოებელი ხდება. ექიმები კი აფრთხილებენ - რისკების არასათანადო შეფასება მათ არათუ ამცირებს, არამედ ზრდის.



ერთ-ერთი ნარკომოვაჭრე, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, არ ამხელს თავის ვინაობას, ამბობს, რომ მოთხოვნა მარიხუანაზე მკვეთრადაა გაზრდილი.



„მოთხოვნამ გადააჭარბა ყველა პროგნოზს. გასაყიდი ფასი სულ იზრდება, საბითუმო კი პირიქით - ეცემა. დღეს ჩვენთვის მარიხუანას ყიდვა ბევრად უფროა იაფი და მომგებიანია, ვიდრე რომელიმე სხვა ნარკოტიკის და უფრო მომგებიანია, ვიდრე ჰაშიშის, ან კოკაინის გაყიდვა,“ - ამბობს ის.



მისი აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია:


„მარიხუანას ბუმი ჯერ მხოლოდ იწყება. ესპანეთში აწარმოებენ ტონობით პროდუქტს, კიდევ ჩამოაქვთ მაროკოდან - ეს ხომ ძალიან ახლოსაა. კანაფს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა - კარგი ფასი, გასაღების კარგი ბაზარი და, რაც მთავარია, კარგი იმიჯი“.



თუმცა, მედიკოსები არ იზიარებენ ნარკომოვაჭრეების ოპტიმიზმს და მიიჩნევენ, რომ მარიხუანა, „კარგი რეპუტაციის“ მიუხედავად, არის ისეთივე ნარკოტიკი, როგორც ნებისმიერი სხვა.
ფსიქიატრ მანუელ მას-ბაგასის თქმით, მარიხუანას მომხმარებელ მოზარდებში ძალიან გავრცელებულია ფსიქოზები.


„მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. კანაფი ძალიან ტოქსიკურია და, პირველ რიგში, აზარალებს ახალგაზრდა ტვინს. ყურადღების, კონცენტრაციის, მეხსიერების პრობლემები, რაც ხელს უშლის სწავლის პროცესს. მარიხუანას ხშირი მოხმარება იწვევს შფოთვებს და ზოგჯერ ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას,“ - ამტკიცებს ექიმი.


ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორი ბეატრის მარტინი ამბობს:
„ახალგაზრდებისთვის არსებობს სერიოზული რისკი. მარიხუანას არ ექცევა იმხელა ყურადღება, როგორც სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკებს. ის ვერ შეედრება კოკაინს, თუმცა, ხშირი მოხმარების დროს მისი ეფექტი შეიძლება იყოს ისეთივე დამაზიანებელი. ეს არის ნარკოტიკი და მის მოხმარებას ახალგაზრდა ორგანიზმისთვის შესაძლებელია, მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები“.


ექიმი და მარიხუანას საკითხებში სპეციალისტი ხუან პერესი ფიქრობს, რომ ეს ნარკოტიკიც შეიძლება იყოს ძალიან საშიში - გააჩნია მისი დამზადების წესს.



„კონტროლის არარსებობა იწვევს იმას, რომ მარიხუანას ახალგაზრდებში ავრცელებს მაფია. თანაც, ხშირ შემთხვევაში, გვაქს საქმე ამ ნარკოტიკის ბევრად უფრო ძლიერ ვერსიასთან - ერთი შეხედვით, ეს არის ჩვეულებრივი მარიხუანა, თუმცა, მასში არის ფსიქოტროპული ნივთიერების - ტეტრაჰიდროკანაბიოლის მაღალი კონცენტრაცია და ის გაცილებით უფრო საშიშია,“ - მიიჩნევს ხუან პერესი.




სწორედ ამ ნივთიერების შემცველობის პროცენტზეა დამოკიდებულია მარიხუანას მოქმედების ეფექტიც და რისკიც. ყოველდღიურად ბაზარზე ჩნდება უფრო კონცენტრირებული და აგრესიული ვარიანტები - Royal Gorilla, Green Gelato o Hulk Berry და სხვა, სადაც ტოქსიკური ნივთიერების შემცველობა აღწევს 25%-ს, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მარიხუანაში ის არ აღემატება 14%-ს.



გამოდის, რომ ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ეწევა ჩვეულებრივ, მისი გაგებით, უწყინარ მარიხუანას, თუმცა, რისკი გაცილებით უფრო მაღალია, შედეგები კი შეიძლება იყოს უმძიმესი. სწორედ ეს საკითხი აღელვებს ყველაზე მეტად ექიმებს და ხელისუფლებას.



ესპანეთის შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება კანაფის პლანტაციები - პოლიციის მიერ მათ წიმააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების რაოდენობა გაზრდილია 60%-ით, თუმცა, ამის მიუხედავად, წარმოება იზრდება და იზრდება.



პროვინცია კადისის პროკურორის ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებში ანა ვილიაგომესის თქმით, ნარკომაფია იზრდება და ძლიერდება.



„ადრე იყო ცალკეული პატარა პლანტაციები, დღეს კი დიდი ვილების ქსელია, სადაც მოჰყავთ და ამუშავებენ კანაფს. მოწყობილი აქვთ სათბურები, იღებენ 4 მოსავალს წელიწადში, იყენებენ გენმოდიფიცირებულ თესლებს. ეს ნამდვილი ეპიდემიაა. ნარკოდილერები მასობრივად გადადიან მარიხუანაზე, რადგანაც მის გავრცელებაზე კანონი არაა ისეთი მკაცრი, როგორც ჰეროინზე ან კოკაინზე. ერთი მხრივ, მომხმარებლებს იზიდავს რბილი ნარკოტიკი, ხოლო ნარკომაფიას - რბილი სასჯელი. შედეგი - ნარკომაფია კმაყოფილია,“ - ამბობს ის.



პრობლემის დიდი ნაწილი იმაშია, რომ ესპანეთში კანაფის თესლი არაა აკრძალული, რადგანაც საკუთრივ თესლში არაა ტოქსიკური ელემენტი და ის ჩნდება დამუშავების შედეგად. ამიტომაც, ნარკომოვაჭრეებს შეუძლიათ შეინახონ დიდი რაოდენობით თესლი.


მარიხუანა არის ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი ესპანეთში, მოსახლეობის 85% კი მომხრეა მისი ლეგალიზაციის.



თუმცა, რამდენიმეთვის წინ ქალაქ გრანადას მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში პროტესტით - რეგიონში გახშირდა ელექტროენერგიის გათიშვა და, ადგილობრივების აზრით, ეს ხდება კანაფის არალეგალური სათბურების გამო.


„ესპანეთი გახდა ევროპაში კანაფის უმსხვილესი მწარმოებელი. 2018 წელს კადისში რამდენიმე ვილაზე ჩვენ ამოვიღეთ 500 კგ მარიხუანა, თუმცა, ამას არ გამოუწვევია რაიმე ხელშესახები გაუმჯობესება,“ - ამბობს ვილიაგომესი.



ესპანეთში აკრძალულია მარიხუანის ყიდვა-გაყიდვა და საჯარო მოხმარება, თუმცა, ქვეყანაში არ წყდება დისკუსია ლეგალიზაციის თაობაზე.


საკუთრივ ნარკოტიკის საკითხს ემატება პოლიტიკაც - თუ ესპანეთში ლეგალიზაციის მომხრე ხარ - ითვლები „პროგრესული კაცობრიობის ნაწილად“, თუ პირიქით - „დამპალი ფაშისტი-ფრანკისტი“ ხარ.
მსგავსი დაპირისპირება ართულებს საკითხის მშვიდ და კონსტრუქციულ განხილვას.



საზოგადოება ხუჭავს თვალს მარიხუანის მოხმარებაზე და მას უსაფრთხოდ მიიჩნევს, თუმცა მანუელ მას-ბაგასის თქმით, ახალგაზრდებისთვის ეს ისეთივე საშიშია, როგორც დიდი რაოდენობით ალკოჰოლი და სიგარეტი.



„მარიხუანა არის ნარკოტიკი და ამით ყველაფერი ნათქვამია,“ - მიიჩნევს ექიმი.



El-Pais




ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია
access_time2020-03-31 18:15:19
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შემაშფოთებელს უწოდებენ მთავრობის ინტერესს ფოთის პორტის მიმართ და აცხადებენ, რომ ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს. როგორც კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის გადაწყვეტილება, გაეცა ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიისთვის მიწათსარგებლობის ნებართვა, ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. კონსორციუმში...

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
access_time2020-03-31 17:00:09
„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად...

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...


მსგავსი სიახლეები

up