ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, ვისაც კოვიდ 19-ით ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ, კარანტინში 14-ის ნაცვლად 10 დღეს გაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო Cadena SER -ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევააა დადასტურებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.
ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან ესპანეთში კორონავირუსის 670 000 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 30 663 ადამიანი.
IPN.GE