ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

access_time2019-12-08 10:50:49

ესპანელმა ექიმებმა გადაარჩინეს ქალი, რომელსაც გული 6 საათის განმავლობაში გაჩერებული ჰქონდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფომრაციით, 34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე მარშის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს. პაციენტი ვერტმფრენით ბარსელონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ექიმების თქმით, ამ დროს მარშის სხეულის ტემპერატურა მხოლოდ 20 გრადუსი იყო. სპეციალისტებმა ქალი სპეციალურ აპარატზე შეაერთეს, რომელიც სხეულს კარდიოლოგიური და რესპირატორული ფუნქციების შესრულებაში ეხმარება, სანამ ბიოლოგიური ორგანოები ისვენებს. საღამოს მარშის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გაიზარდა და ექიმებმა მისი გულის ამუშავება დეფიბრილატორის დახმარებით მოახერხეს.

 


ექიმები მისი გადარჩენის მიზეზად სწორედ ჰიპოთერმიას ასახელებენ.

 

„ჰიპოთერმიამ მოკლა და ამავდროულად გადაარჩინა. სიცივეში მეტაბოლიზმი ნელდება, ორგანოებს ნაკლები სისხლის და ჟანგბადი სჭირდება, ეს კი ტვინის გადარჩენას უწყობს ხელს“, -განმარტა პრესკონფერენციაზე მარშის ექიმმა ედუარდო არგუდომ. თავად პაციენტმა კი საკუთარ გადარჩენას სასწაული უწოდა.

 

მარში საავადმყოფოდან 6 დღეში გაწერეს. ექიმების თქმით, რამდენიმე დღეში ის სამსახურში დაბრუნებას შეძლებს.


Imedinews 




ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up