„ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ - გიორგი კაპანაძე

„ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ - გიორგი კაპანაძე

access_time2021-03-31 15:40:38

„ესკომ“ ერთგვარი აბსურდული ვითარება შექმნა, როცა გაასაიდუმლოა იმ სახის ინფორმაცია (საუბარია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი სახით გასაჯაროებაზე), რომლის გასაიდუმლოებაც მისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებლებს არ მოუთხოვიათ. ამით თავი გაუგებარ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო და პასუხგაუცემელი კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა“. - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა დ აბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსატ LIVE“ სტუმრობისას განაცხადა.


მისი თქმით, აფბამ ესკოს სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა ტარიფებით ხდებოდა ელექტროენერგიის შესყიდვა 2016-2021 წლებში. ჩვენ ვითხოვთ ჩაშლილ ტარიფებს, ანუ დღის/ღამის და უქმეების ტარიფებს, რომ ანალიზის საშუალება მოგვეცეს და არა შეწონილ ფასს, რასაც ესკო აქვეყნებს. ესკომ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, - ამას იმიტომ ვამბობ, რომ პასუხიც კი დაგვიგვიანა, მოიწერა, რომ ვერ მოგვაწვდიდა ამ ინფორმაციას, რადგან, თურმე ეს ყოფილა კონფიდენციალური. და აი აქ არის ზუსტად აბსურდში შესული ესკო - კანონი განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია ეს ინფორმაცია კონფიდენციალური - კერძოდ - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნით მას მიმართავს იმპორტიორი.


ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ინფორმაციით მისთვის ამ წლებში არ მიუმართავთ არც ერთ იმპორტიორს, არც აზერბაიჯანიდან, არც თურქეთიდან, არც რუსეთიდან და არც სომხეთიდან. შესაბამისად, რა გამოდის - ესკო მალავს ინფორმაციას, რომლის გასაიდუმლოებასაც თავად იმპორტიორები არ სთხოვენ მას? - რატომ? - ეს აუხსნელი თუ არა, მინიმუმ გაუგებარია. უფრო მეტიც, - 2021 წლის თებერვალში შესყიდულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით მოხდა საერთოდ, შეიძლება ითქვას, სასაცილო რამ. - თებერვლის თვეში ერთადერთმა იმპორტიორმა კომპანია „ელგრინმა“ თავად გაასაჯაროვა საკუთარი ტარიფები და განაცხადა, რომ მომავალშიც ასე მოიცევა. ესკომ ეს ინფორმაციაც კი არ მოგვაწოდა, რომელიც უკვე ისედაც საჯარო იყო. ამ ფაქტის შემდეგ, ძალიან, ძალიან რბილად მხოლოდ იმის აღნიშვნა შეგვიძლია, რომ ესკოს მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვება“, - აღნიშნა კაპანაძემ.



მისი თქმით, როგორც ბევრ სექტორში, ენერგეტიკაშიც მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის საზოგადოებასთან ანგარიშვალებულებისა და კომუნიკაციის ხარისხი. „ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ესკო გადახედავს მის პოლიტიკას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას დაწვრილებით მოგვაწვდის. ამ იმედს გვიმყარებს, ეკონომიკის მინისტრის, ქალბატონ ნათია თურნავას ბოლოდროინდელი განცხადებები, როცა ის აღნიშნავდა, რომ იგივე “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პრობლემა, მათ შორის, არასათანადო კომუნიკაციის დამსახურებაცაა. იმედია, სამინისტროს მიდგომა უახლოეს პერიოდში ესკოს გამჭვირვალობის პოლიტიკაზეც აისახება, რათა ესკოს მოქმედებებმა სამინისტროს ხელმძღვანელის გაცხადებული პოზიციები არ დააზიანოს,“ - განაცხადა აფბას პრეზიდენტმა.


თეგები:
ესკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up