აპრილში, საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 33.7 მილიონს გადააჭარბა. ესკო-ს მეშვეობით ნავაჭრმა საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 211 116 723 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 22%-ია.
1 კვტ.სთ-ს ფასი რეგულირებულ ელექტროსადგურებზე 16.09 თეთრი იყო, დერეგულირებულზე - 12.3 თეთრი.
საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. ჰესების წილი - 78.86% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3.98%, ხოლო იმპორტის – 17.16%.
აპრილში, ესკო-დან შემსყიდველები იყვნენ გამანაწილებელი ენერგოკომპანიების და პირდაპირი მომხმარებლები. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 50.7% და 24.6% შეადგენდა.
gbc.ge