„ეშმაკის ბორბალი“ ივლისის დასაწყისში ამუშავდება

„ეშმაკის ბორბალი“ ივლისის დასაწყისში ამუშავდება

access_time2018-05-17 14:30:09

„ეშმაკის ბორბლის ამუშავების მაქსიმალური ვადა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისის დასაწყისი იქნება,“   ამის შესახებ „კომერსანტს“ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით,  ატრაქციონი აპრილის მეორე ნახევრიდან უნდა ამუშავებულიყო, თუმცა ადმინისტრაციის ინფორმაციით უამინდობამ სარემონტო სამუშაოებს ხელი შეუშალა, რის გამოც პროცესი დროში გაიწელა.

 

მთაწმინდის პარკში აცხადებენ იმასაც, რომ მთავარი  გიგანტური ბორბლის განახლების მიზეზი  გეგმიური შემოწმებაა, რომელიც სავალდებულო პერიოდში უნდა  ჩატარებულიყო. 

 

ამ ეტაპზე გიგანტური ბორბლის კონსტრუქციის პირველი წრე დასრულებულია, დარჩენილია მეორე წრის ნახევარი და სრული მესამე წრე, რაც საბოლოოდ გონდოლების დამატებასაც გულისხმობს.


 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად მთაწმინდის პარკმა ჩინურ კომპანია Shenyang Songling Amusement Equipment Manufactory-ს მიმართა. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოების ჩატარებას, მას ქართული კომპანია “KANO LLC” ატარებს.

 

მათი თქმით, მთლიანი კონსტრუქცია დაიშალა, გასუფთავდა კოროზიებისგან და ხელახლა შეიღება. ასევე, გამოიცვალა ატრაქციონის ყველა ქანჩი და ჭანჭიკი. გონდოლებს კი სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა.

 

გიგანტურ ბორბალზე გასეირნება 5 ლარი ღირს. მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით გიგანტური ბორბლის ფასი არ შეიცვლება და კვლავ 5 ლარი დარჩება. ეშმაკის ბორბალზე ერთი წრე 15-18 წუთი გრძელდება.

 

ბაჩო ადამია





კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up