„ეს სიფრთხილე და არ გაღიზიანების პოლიტიკა,  ჩვენ  საერთაშორისო  საზოგადოებას გვაშორებს“ - თეონა ცხომელიძე

„ეს სიფრთხილე და არ გაღიზიანების პოლიტიკა, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას გვაშორებს“ - თეონა ცხომელიძე

access_time2022-10-18 15:40:45

„ომის დასაწყისშივე რუსეთი მომზადებული იყო იმისთვის, რომ ფეიკ ინფორმაციები გაევრცელებინა. შესაბამისად მივხვდი, რომ იყო სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების საჭიროება“, - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან კარგად დაგვანახა ის, რომ საინფორმაციო ომი სამხედროზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და მასში წვლილის შეტანა ინფორმაციის სწორად მიწოდებით შეიძლება.


„საქართველოს სტატისტიკა, რომ ავიღოთ ჩვენი მოქალაქეების 2/3 34 წლამდეა. ამ თაობის დიდმა ნაწილმა რუსული არ იცის, მთელი ეს ინფორმაცია რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება რუსულ ენაზე მოდის და შესაბამისად ქართული კონტენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე იმიტომ, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს, მათთან შეწინააღმდეგება კი სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებით უნდა მოხდეს. მე თუ ამას ჩემ გამომწერებთან, რამდენიც მყავს ვახერხებ მაშინ რასაც ვაკეთებ საჭიროა“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.


ცხომელიძემ გადაცემაში ომის დროს უკრაინელების საკომუნიკაციო ენაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს არის პირველი ომი, როდესაც სოციალური მედიის როლი ძალიან ძლიერია, რადგან მნიშვნელოვანი მესიჯების გავრცელება, მათ შორის ისეთი გადაწყვეტილებების მღება როგორიც იყო ილონ მასკის მიერ უკრაინელებისთვის სტრალინკზე წვდომა თუ სხვა სოციალური მედიის დონეზე ხდება. გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც სწორედ სოციალური მედიის მეშვეობით სელფ ვიდეოების დონეზე მიმართავს უკრაინელებს და ასევე საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვან მესიჯებს ავრცელებს.


„გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა ინოვაციაა, კომუნიკაციის ამ ფორმაში არის რაღაცები, რაც ბრენდინგთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის პირველი ომი, როდესაც ბრენდი როგორც საინფორმაციო ომის იარაღი ისე არის გამოყენებული, შეიძლება ეს იყოს ემოციური, ეს იყოს ტექსტები, მაგრამ უკრაინელები ამას ბრენდავენ.



რა თქმა უნდა ამის კომერციალიზაციისთვის არავის სცალია, ეს თავისთავად ხდება, მაგალითად ასეთი იყო კუნძულ ზმეინის ეპიზოდი, როდესაც მესაზღვრემ რუსული გემის კაპიტანს მიმართა, ეს იყო აუდიო, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და აჩვენებდა სიმამაცის უმაღლეს დონეს, შესაძლოა ეს დაკარგულიყო, მაგრამ უკრაინამ მოახერხა და ეს აქცია ბრენდად. დაბეჭდა მარკები, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს და დღეს მისი შოვნა რთულია.


ამას ვხვდებით ყველგან, თუმცა ეს ომი დასრულდება და ეს მარკები დარჩება, ასეთ მაგალითი შეიძლება იყოს ის ფაქტიც როდესაც ბოშები გაფუჭებულ ტანკებს დაატარებდნენ, შესაძლოა ესენი სულაც არ იყვნენ ბოშები და ფერმერები იყვნენ, მაგრამ ამით მიდიოდა რუსეთის არმიის დემორალიზაცია და ისინი რუსულ არმიას ამით ამცირებდნენ“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.


ცხომელიძის თქმით, უკრაინელები აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში და აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ამ თემის დაბრენდვით და წინ წამოწევით არიან დაკავებულები. ცხომელიძის თქმით, რა თქმა უნდა ყველას ურჩევნია , რომ ეს ომი არ იყოს და ამის გაკეთება არავის დასჭირვებოდა, თუმცა საინფორმაციო ომის შემთხვევაში წარმატება უკრაინის მხარეს არის.


„ამ ადამიანებს ვინც კომუნიკაციაზე მუშაობდა ესე ურჩევნიათ, ან ეს უნდა ექნათ ან არაფერი, თორემ საპირწონე ვერ იქნება რა თქმა უნდა“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.


რაც შეეხება საქართველოს თეონა ცხომელიძე ამბობს, რომ სიფრთხილე და ე.წ. არ გაღიზიანების პოლიტიკა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებას აშორებს და დღეს საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად აღარ მოიაზრება.


„ეს სიფრთხილე და არ გაღიზიანების პოლიტიკა, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას გვაშორებს, ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნად მოვიაზრებთ, თუმცა მოლდოვასა და უკრაინასთან საერთო კონტექსტში ჩემი აზრით აღარ მოვიაზრებით და ჩვენი იმიჯი ნეიტრალურია, ამ შემთხვევაში ფასი რასაც ჩვენ გადავიხდით, არის ის, რომ ერთიან კონტექსტს ჩამოვშორდებით და ამ შემთხვევაში ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით არის ის, რომ ერთიან კონტექსტს თუნდაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში ჩამოვშორდებით და კანდიდატის სტატუსზე რაც მოხდა ესეც ამის დასტურია“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up