„ეს შეიძლება აწყობდეს იმას,  ვინც ელექტროენერგიის იმპორტს ახდენს  სხვა ქვეყნებიდან“ - ლევან ვეფხვაძე „ენკას“ მიერ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე

„ეს შეიძლება აწყობდეს იმას, ვინც ელექტროენერგიის იმპორტს ახდენს სხვა ქვეყნებიდან“ - ლევან ვეფხვაძე „ენკას“ მიერ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე

access_time2021-09-23 17:40:00

„ეს შეიძლება აწყობდეს იმას, ვინც ელექტროენერგიის იმპორტს ახდენს სხვა ქვეყნებიდან“,- ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ენკას“ მიერ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ ინვესტორი დაბრუნდება და პროექტის მშენებლობას განაახლებს, ძალიან მცირეა.



„ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ყველას გვიყვარს ელექტრომობილები. გადასარევია, შევაერთებთ, დავტენით, წავალთ, ეკოლოგიურად სუფთაა და ა.შ. დღეს დაახლოებით არის 1,2 მლნ მანქანა, ვთქვათ, ხვალ აქედან 8% გვყავს ელექტრომობილები. 100 000 მანქანა ერთდროულად ღამე რომ ჩავრთოთ, ეს არის 800 მგვტ ტვირთი, ეს არის 2 ნამახვანი, ხალხო! ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ თუ ტექნოლოგია წინ წავიდა და 5-7 წელიწადში საავტომობილო პარკი განახლდა, ელექტრომობილები წამოვიდა აქტიურად და აკუმულატორების დაგროვების შესაძლებლობები გაიზარდა (ავტომობილების ფასი შემცირდა, ეს ამას გამოიწვევს და აქეთკენ მივდივართ), ხვალ შეიძლება ელექტროენერგია საკმარისი კი არა, საერთოდ ჩაქრეს ეს ქვეყანა.




მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, თუმცა ყველაზე მარტივია, ეს შეიძლება აწყობდეს იმას, ვინც ელექტროენერგიის იმპორტს ახდენს სხვა ქვეყნებიდან, რომ აქ გაყიდოს და არ მოხდეს ადგილზევე ჩანაცვლება. მოდი ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ამ კუთხითაც შეცდომა დავუშვით. ფინანსთა სამინისტრო ბოლო 2-3 წელი გვეუბნებოდა, რომ იმპორტის ფასი არის იაფი და რატომ ვიხადო პირობითად, 6,5 ცენტი ადგილზე, როდესაც 5 ცენტად შემიძლია შემოვიტანო მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგია. ეს იყო ფუნდამენტური შეცდომა, რადგან ხვალ რომ იმპორტის ფასი გახდეს 8 ცენტი, პოტენციურად გაზის ფასმა (თქვენ რომ ნახოთ ევროპაში რა ხდება), წელსვე შეიძლება 6-7 ცენტი დაარტყას. მაშინ ჩვენ დავინახავთ , რომ სწორედ ასეთი ტიპის ჰესი არის სტაბილურობის გარანტია არამარტო ელექტროენერგიის მიწოდების, არამედ მისი ფასის კუთხით. იმიტომ, რომ დღეს იცი რა არის იმპორტი, მაგრამ ხვალ არა. ამ ჰესთან დაკავშირებით კი, 15 წელი იცი რა ექნება ელექტროენერგიის ფასი“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.



bpn.ge







რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up