ეს საქართველოს ეკონომიკაზე ვერ აისახება, - გიორხელიძე რუსეთის „ტურისტულ ემბარგოზე“

ეს საქართველოს ეკონომიკაზე ვერ აისახება, - გიორხელიძე რუსეთის „ტურისტულ ემბარგოზე“

access_time2019-06-23 16:45:43

„რა თქმა უნდა, დაზარალდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიები, მაგრამ ეს იქნა ნაწილოვბრივი ზარალი, რაც საქართველოს ეკონომიკაზე ვერ აისახება“, - ასე ეხმაურება  ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

 

„საქართველო-რუსეთს შორის არის პოლიტიკრი პრობლემაა და არა სხვა სახის პრობლემა; ეს არ არის ეროვნული შუღლი და ხალხებს შორის დაპირისპირება. ამიტომ ნებისმიერი აკრძალავა კონტრპროდუქტიულია, რადგან ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ჰქონდეთ ურთიერთობა. დანარჩენი პოლიტიკის გადასაწყვეტია, ანუ რამდენად გასწვდება პოლიტიკოსების თვალსაზრისი მოაგვაროს არსებული პოლიტიკური პრობლემა. 

 

„20-21 ივნისის მოვლენები, ეს არის პოლიტიკური ქათმის ჭკუის მქონე  „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი საქციელის შედეგი და მათი პრობლემა. სულ ვამბობდი, რომ ეს არ არის პოლიტიკური ძალა და ცუდად დაამთავრებდა.

 


„რაც შეეხება  სანქციების თემას, რომელიც  წამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს ეკონომიკაზე ცუდად ვერ აისახება. ამ სფეროში მომუშავე ფირმებს ზარალი კი მიადგებათ, მაგრამ ესეც იქნება ნაწილოვბრივი ზარალი და არ იქნება გადაულახავი პრობლემა.

 

„ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ სხვა გზები გამოჩნდება. ეს აკრძალვა ვერ  შეაჩერებს რუსეთიდან  ტურისტთა ნაკადს, რადგან საქართველოში ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობენ და არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

 

„თუ რუსეთი უფრო შორს წავა, რაც გამორიცხული არ არის, მაგალითად  შეაჩერებს იმპორტს საქართველოდან, ვერც ეს იქნება შედეგის მომტანი“, - განაცხადა“ დემურ გიორხელიძემ.

 

წყარო: რეზონანი






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up