ჩვენი საგარეო ვალი მხოლოდ ბიუჯეტის კი არა, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია

ჩვენი საგარეო ვალი მხოლოდ ბიუჯეტის კი არა, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია

access_time2020-09-29 15:30:50

რას ნიშნავს საგარეო ვალი, რის საფუძველზე იღებს და როგორ იხდის ამ ვალს დროთა განმავლობაში თითოეული მოქალაქე, ამ თემებზე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილა“- ში ისაუბრა.


მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღქმა, რომ ეს ვალი მხოლოდ ბიუჯეტის კი არა,  არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია.


„თავისთავად ვალი არ არის კატასტროფა, ადამიანებიც და ქვეყნებიც ვალებთან ერთად ცხოვრობენ, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენია ეს ვალი შემოსავალთან მიმართებაში.

მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში პროპორციულად ჩვენზე მეტი ვალი აქვთ,  მაგალითად ჩვენი ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში პანდემიის გამო 45%- დან  55% - მდე გაიზარდა.

არიან ევროპის ქვეყნები, მაგალითად საფრანგეთი, რომელსაც მშპ-ის თითქმის 100% აქვს ვალი,  იაპონიას 200% -ზე მეტი აქვს, ამერიკას 90% , მხოლოდ ესტონეთია გამონაკლისი,  რომელსაც ძალიან ცოტა ვალი აქვს.“ - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.


ეკონომისტის აზრით, მდიდარ ქვეყნებს, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი შემოსავალი აქვთ, მეტის გადახდა შეუძლიათ და ყოველთვიური გადასახადი, ისევე როგორც ეს ადამიანების პირადი ვალის შემთხვევაშია, მათ ნაკლებად აწვებათ.


„აქ მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ მდიდარ ქვეყნებს მეტის გადახდა შეუძლიათ და ყოველთვიური ვალიც ნაკლებად დააწვებათ , ისევე  როგორც ეს ადამიანის ვალის შემთხვევაშია.



მაგალითად თუ  ადამიანის შემოსავალი თვეში 1000 ლარია და ამ 1000 ლარის  30% იხდის, მას მინიმალური ხარჯებისთვის რჩება 700 ლარი, 5000 ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში 50% -იც  რომ იხადოს 2500 ლარი რჩება, შესაბამისად 2500 ლარით უფრო იკმაყოფილებს ადამიანი მინიმალურ მოთხოვნილებებს ვიდრე 700 ლარით.“ - აღნიშნავს ბერიკაშვილი.


მისივე აზრით,  სახელმწიფო  საგარეო ვალს იმისთვის იღებს, რომ ქვეყანა გაჭირვებიდან ამოვიდეს და უფრო გადახდისუნარიანი გახდეს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი რაღაც ფორმით აკონტროლებდეს თუ რაში იხარჯება საგარეო ვალი და მართლა ხმარდება თუ არა იმ მიზანს, რისთვისაც სახელმწიფომ ეს ვალი აიღო, ასევე  მოქალაქეში უნდა იყოს  შეგრძნება, რომ ბიუჯეტის ფული მათი ფულია და შესაბამისად ბიუჯეტის ვალიც მათი  ვალია, რადგან ბიუჯეტი სწორედ ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადებით ფორმირდება.


„აქაც ჩვეულებრივი მოქალაქის ანალოგია, შენ თუ სესხს იღებ ბიზნესის განსავითარებლად, შემდეგ ამ ბიზნესიდან შემოსული მოგებით უნდა გადაიხადო ეს ვალი, მაგრამ გადაიხადე  ქორწილი და დახარჯე, ამ ვალს ვერ გადაიხდი - სახელმწიფოც ეგრეა.

მაგალითად, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, აქვთ  შეგრძნება, რომ გადასახადებს არ იხდიან, რადგან საშემოსავლო გადასახადი უშუალოდ მათი ხელფასიდან არ იჭრება, თუმცა ისინი ამ გადასახადებს არაპირდაპირი წესით იხდიან.

მაგალითად, ისინი იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს, რომელიც ყველა პროდუქტში შედის, თუ ადამიანი მწეველია იხდის სიგარეტის აქციზს, მანქანის საწვავში  იხდის აქციზს და დღგ-ს, ასევე კომპანიები რომლებშიც ეს ადამიანები არიან დასაქმებულები იხდიან მოგების გადასახადს

ასვე შეგრძნება, რომ მთავრობამ წინასაარჩევნოდ დახმარებები  დაარიგა არასწორია, არ  არსებობს ეს დახმარებები, ეს ჩვენი ფულია“ -  აღნიშნავს ბერიკაშვილი.


ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ  საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60% - ზე მეტი არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე საქართველომ დადგენილ ზღვარს მიაღწია, რაც უკვე პრობლემას წარმოადგენს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ კიდევ რამე პრობლემა შეიქმნება საქართველოს მეტი ვალის აღების შანსი აღარ ექნება.


„იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკა  გაიზრდება  პროპორციაც შეიცვლება, რადგან ეკონომიკას  თუ გავზრდით, უფრო  გადახდისუნარიანები გავხდებით და რაც უფრო შევამცირებთ ვალს, მით უფრო მეტის აღებას შევძლებთ კრიზისის  შემთხვევაში - აღნიშნავს  სოსო ბერიკაშვილი.


ბერიკაშვილის განცხადებით, როგორც საგარეო ვალის, ასევე სხვა ნებისმიერი რესურსის გამოყენებისთვის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია უნდა არსებობდეს და სახელმწიფომ  მოკლევადიანი ლოკალური და შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up