„ეს რუსეთის ხელწერას ჰგავს“ - მაისაია ჰაკერულ თავდასხმაზე

„ეს რუსეთის ხელწერას ჰგავს“ - მაისაია ჰაკერულ თავდასხმაზე

access_time2019-10-28 22:15:18

„არ გამოვრიცხავ და ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეს რუსეთის ჰაკერული ჯგუფების მორიგი თავდასხმაა, რადგან ეს ძალიან ჰგავს მათ ხელწერას,ვფიქრობ, რომ მასობრივი კიბერთავდასხმა იმ საბრძოლო შეტევების გაგრძელებაა, რომლებიც მათ მცოცავი ოკუპაციის პირობებში შეგვიქმნეს, - ასე ეხმიანება  ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს კიბერ-სივრცეში განხორციელებულ მასობრივ ჰაკერულ თავდასხმას.

 

ორშაბათს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო, საორგანიზაციო, კერძო და სატელევიზიო ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმები ხორციელდებოდა, თავდასხმების მსხვერპლი ჯამში 2 ათასამდე საიტი გახდა.

 

ვებ გვერდებზე გადასვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ჩნდებოდა წარწერით I LL BE BACK („მე დავბრუნდები).

 

მაისაიას თქმით, საქართველოს მსგავსი მასობრივი თავდასხმა რუსეთიდან მანამდე ოთხჯერ განხორციელდა, რის შედეგადაც კონკრეტული კომპიუტერები მწყობრიდანაც კი გამოდიოდა.

 

„კიბერ თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტელექტუალური სამხედრო მოსამსახურეების ასეულები მუშაობენ, ასევე რუსეთის ეროვნული მართვის ცენტრი და გენშტაბის მეორე მთავარი სამმართველოს მოქმედი კიბერ-ჰაკერული ჯგუფები, რომლებიც სამხედრო პირები არიან, ესენი ყველა რუსეთის სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებენ.

 


„სააკაშვილის ფოტოს გამოყენებაზე შესაძლოა ორი ვარიანტი იყოს, ერთი ვარაუდით ეს შესაძლოა ერთგვარი ბოროტი ხუმრობაც იყოს, მეორე ვარიანტით შესაძლოა სააკაშვილის კავშირის მინიშნება იყოს მოსკოვის გარკვეულ დაჯგუფებასთან.

 

„ასეთი მასობრივი კიბერთავდასხმა საქართველოს აქამდეც ჰქონია, მანამდე საქართველოში მსგავსი ტიპის ოთხი კიბერშეტევა განხორციელდა, მაგალითად 2008 წლის ნოემბერში განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი მეც გახლდით, მაშინ რუსი ჰაკერების დარტყმის ობიექტი ჩემი კომპიუტერიც გახდა, რის შედეგადაც კომპიუტერიდან მთელი მასალები წამეშალა. მე მაშინ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე წიგნს ვწერდი, ამის გამო მასალები შეგროვილი მქონდა და ეს მასალები კიბერშეტევის შედეგად გაქრა, - აცხადებს იგი.

 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ეს ქმედება დაუმტკიცდა, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს, რათა აგრესიის ფაქტი დააფიქსიროს.

 

„ეს ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია და თუ დამტკიცდა, რომ ამას ოკუპანტი ახორციელებს, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს, რომ აგრესიის ფაქტი დაფიქსირდეს. კიბერშეტევა, ანუ ვირტუალური ტიპის აგრესია ნატომ აღიარა, როგორც სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ქართულმა მხარემ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანის გამოიძიოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რუსებს ანალოგიური შეტევები განხორციელებული აქვს იგივე აშშ-ში ბრიტანეთში და ა.შ.

 

„ასეთი ინტენსიური, სახელმწიფო საიტებზე და სხვა ორგანიზაციემზე მასობრივი შეტევა მხოლოდ კარგად ორგანიზებულ და სახელმწიფო ორგანოებზე დაქვემდებარებულ ჯგუფებს შეუძლიათ, ამის გამკეთებლები კერძო ჯგუფები არ იქნებოდნენ, ეს ვარიანტი კი მაძლევს იმის საშუალებას, რომ რუსული კიბერ ომის კლასიკურ ფორმაზე ვივარაუდო, - აცხადებს მაისაია.

 

ტელეკომპანიები იმედი და მაესტრო, სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გავიდნენ. ინფორმაცია facebook-ით იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ გაავრცელა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და საკუთრების ხელყოფას გულისხმობს.

 

რეზონანსი





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up