„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

access_time2019-12-07 11:00:08

მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გუდაური კატასტროფის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი. ვიდეოზე ჩანს, როგორ გამოვიდა საბაგირო მწყობრიდან, დაიწყო მოძრაობა უკუსვლით და როგორ ვარდებოდნენ მოთხილამურეები და სნოუბორდისტები საბაგიროდან. ვიდეო 2018 წლის გაზაფხულზე მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც კატასტროფა იყო ქართული კურორტისთვის, მაგრამ დასასრულს წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

„უცებ ყველამ აღმოაჩინა, რომ საქართველოში თხილამურებით სრიალი შეიძლება“ - ამბობს გიორგი გოცირიძე: „ახალ ამბებში ეს კარგი მარკეტინგი იყო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ გარდაცვლილა.“

გოცირიძე 47 წლის ქართველი გეოგრაფია, რომელიც კონსულტაციას უწევს მთავრობას სათხილამურო კურორტების მოწყობაში. ვისაც მასთან ერთად თხილამურებით სრიალი უნდა, დიდი მოთმინება სჭირდება, რადგან ის სულ ვიღაცას ართმევს ხელს, გადაეხვევა და გადაკოცნის.

სეზონზე გიორგი გოცირიძე და მისი მეუღლე თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობენ გუდაურს, ისევე როგორც ბევრი შეძლებული დედაქალაქელი. გზას ორსაათნახევარი სჭირდება.

„რა თქმა უნდა, წინა წელს უბედური შემთხვევის გამო ბევრმა ვიზიტორმა გააუქმა ჯავშანი, მაგრამ წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტი ჩამოვიდა“- ამბობს გოცირიძე. 2011 წლის შემდეგ ვიზიტორების რიცხვი 578%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ალპებთან შედარებით გუდაურის ტრასები ცარიელია, განსაკუთრებით დილაობით.

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“

დილის 10 საათზე, როდესაც საბაგიროები ირთვება, შეგიძლიათ ფართო ჰორიზონტზე გადაჭიმული კავკასიის დათოვლილი მშვენიერებით დატკბეთ.

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - ამბობს ავსტრიელი მთის გიდი სვენ ფოლზერი. ის 2012 წლიდან ყოველ წელს რამდენიმე კვირით ჩადის გუდაურში. მისი კლიენტები მეტწილად ავსტრიიდან  გამოცდილი მოთხილამურეები და სნოუბორდისტები არიან. ფოლზერის აზრით, „კავკასიაში ალპური გარემო ისეთია, როგორიც შვეიცარიაში და უამრავი შესაძლებლობები: ყველგან ახალი ტრასის აღმოჩენაა შესაძლებელი“.

ფოლზერი უბედური შემთხვევის დროს საბაგიროზე იჯდა: „ახლა ამაზე ყველას გვეცინება, მაგრამ მაშინ ასე ნამდვილად არ იყო“. ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჯერ დენი გაითიშა, ხოლო შემდეგ თანამშრომელს გენერატორზე გადართვის დროს შეცდომა მოუვიდა.

ფოლზერს გაუმართლა, რომ მთის მაშველებმა ჩამოიყვანეს: „მთის მაშველებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ავსტრიაში ასეთ სწრაფ რეაგირებას ვერ მოახდენდნენ“. ერთი წლის შემდეგ ოთხდასაჯდომიანი საბაგირო გარემონტებულია და 3276 მეტრ სიმაღლეზე შეგიძლიათ ყაზბეგის მწვერვალს უყუროთ.

საბჭოთა პერიოდში გუდაური Heliskiing-ით იყო ცნობილი


საქართველოს სიდიდით მესამე მწვერვალი 5047 მეტრი სიმაღლისაა. გარემო ისეთია, როგორიც ფოტოსტუდიაშია: რომელ მხარესაც არ უნდა მიატრიალო კამერა, ყველგან ულამაზესი ხედია და ყველა პოზაში იღებენ ფოტოებს: დამჯდარი, დამდგარი, ამხტარი...

საძელეს დასავლეთით მდებარეობს გუდაურის ყველაზე რთული ტრასა, სადაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან დამუხრუჭება ყველგან არაა შესაძლებელი.

დასავლეთ ევროპელების უმეტესობა აქ მხოლოდ კარგი სათხილამურო გზების გამო არ მოდის. მათ ასევე ხელშეუხებელი თოვლით დაფარული ფერდობების ნახვაც აინტერესებს.

საბჭოთა პერიოდში გერმანელები, ავსტრიელები და შვეიცარიელები აქ იმისთვის ჩამოდიოდნენ, რომ რუსული ვერტმფრენებით ეფრინათ დათოვლილ მთებში. ასე გახდა გუდაური Heliskiing-ით ცნობილი.

პირველი სასტუმროები და საბაგიროები

ადრე გუდაური საფოსტო სადგური იყო 2200 მეტრ სიმაღლეზე, სადაც მგზავრობისას ცხენებს ცვლიდნენ. 1980-იანი წლებში ავსტრიელი ინვესტორის მონაწილეობით აშენდა პირველი საბაგირო და სასტუმრო „მარკო პოლო“, რომელიც დღეს 4 ვარსკვლავიანი ძველი სასტუმროა ასობით საწოლითა და აუზით.

90-იან წლებში აქ დასავლელი დიპლომატები ატარებდნენ უქმეებს.

ერთადერთი კომპლექსური დასახლება Chalet-სტილში არის „New Gudauri Resort“, რომელიც სამნახევარი წლის წინ აშენდა. პირველ სართულზე არის ბარები, რესტორნები, კაზინო და შეიძლება თხილამურების ქირაობა.

იქვე შენდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც. სტუმრების უმეტესობა მეტწილად ხის ჯიხურებთან სხედან, სადაც ღვინო, ლუდი და ხაჭაპური იყიდება.

გუდაურში ბევრი ლიეტუველი, ესტონელი, უკრაინელი, პოლონელი და ბრიტანელია, მაგრამ ყველაზე მეტი რუსია. ჩრდილოეთის საზღვრებამდე მისასვლელად ერთი საათის მგზავრობაა საჭირო. 2008 წლის ომს, რომლის შემდეგაც „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონს რუსეთი აკონტროლებს, რუსი ტურისტებისთვის ხელი არ შეუშლია.

გუდაურში შეხვდებით დანიელ ტურისტებსაც, რომლებიც დუბაიში ცხოვრობენ და სათხილამუროდ სისტემატიურად ჩამოდიან საქართველოში. თბილისამდე ფრენისთვის მათ სამი საათი სჭირდებათ. დუბაიში დასაქმებული ევროპელებისთვის კავკასია ბევრად ახლოა და იაფი, ვიდრე ალპები.

ბევრ ახალ სტუმართან ერთად ბუნებრივია საბაგიროებთან რიგებიც გაიზარდა. ამიტომ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი საბაგიროები აშენდა. სახელმწიფომ 81 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ევროა.

იანვარში გაიხსნა კობის საბაგირო 10-კაციანი გონდოლებით, რომელისაც 15 წუთი სჭირდება 7,5 კილომეტრიან მონაკვეთზე. მოთხილამურეებს შეუძლიათ დატკბნენ ულამაზესი ხედებით.

ვერტმფრენებით მთებში

შემდეგი დიდი გამოწვევაა კლიმატის ცვლილება, განსაკუთრებით სამხრეთის ფერდობებზე, ამბობს ალექსანდრე კიბაბიძე, 40 წლის სამთო გზების უფროსი. მომავალ წელს ხელოვნური ტბა უნდა შეივსოს, რათა მოხდეს გუდაურის ხელოვნურად გათოვლიანება. ეს განსაკუთრებით სეზონის დასწყისშია საჭირო, რომ სხვა კურორტებმა დამსვენებლები არ წაგვართვან. დამატებით სამშენებლო სამუშაოები არ იგეგმება, რადგან სათხილამურო გზები საკმარისია დღეში 15 000 მოთხილამურესთვის. კიბაბიძე ამბობს, რომ თუ მოთხილამურეთა რიცხვი მოიმატებს, ახალი გზების მოწყობა ყველგან უპრობლემოდ შეიძლება, რადგან აქ ყველა მთა ვულკანურია და ერთგვაროვანი.

რაც შეეხება სვენ ფოლზერის სტუმრებს, მათ არ სურთ ამის მოსმენა, რადგან უმეტესობა ვერტმფრენით დათოვლილ მთებზე სიამოვნებით დაფრინავს .

BPN



თეგები:
ალპები



3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up