ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე რატომ ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი, - მიიჩნევს პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი. მისი თქმით, ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება.
„გუშინ, 25 ივლისს, საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე.
ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე - რატომ, რა ვითარებაში, ვისი დავალებით და გადაწყვეტილებით ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი.
P.S. ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
(NS)