ეს მოთხოვნა ჩვენთვის ჯერ ფუფუნებაა - ნავთობკომპანიებს საწვავის მარაგების შექმნა დაევალებათ

ეს მოთხოვნა ჩვენთვის ჯერ ფუფუნებაა - ნავთობკომპანიებს საწვავის მარაგების შექმნა დაევალებათ

access_time2021-02-19 14:30:27

კომპანიებს შესაძლოა, ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია.

 

კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, სტრატეგიული მარაგების შექმნა საწვავის ფასზე აისახება.

 

„ჩვენ გვქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა. ზოგად კონსულტაციებს გადის ქვეყანაც იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იყოს სტრატეგიული მარაგები. თუმცა, მარაგების შექმნა პირდაპირ კავშირში არის საწვავ პროდუქტების ღირებულების გაზრდასთან.

 


ნავთობპროდუქტების სავალდებულო მარაგების შექმნა და დარეზერვება ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო იქნება კომპანიის მხრიდან საინვესტიციო რესურსის გამოყოფა. ვიტყოდი, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ჯერ ჩვენთვის ცოტა ფუფუნებაა. თუმცა მეორე მხრივ ყველაფერი ამის შედეგად სახელმწიფო და ზოგადად ბაზარი იღებს სტაბილურად პროდუქტებს, დროის გარკვეულ მონაკვეთში შექმნილ მარაგებს, რომელიც გარკვეულწილად მაინც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისათვის. ჩვენ მხოლოდ კონსულტაციებს გავდივართ, დაველოდოთ როგორი ტიპის ვალდებულებები ჩამოყალიბდება. მთავარი ინიციატორი კი ამ საკითხში ევროკავშირის მოთხოვნებია,“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

 

მისივე განმარტებით, სტრატეგიული მარაგების მართვა მარტივი არ არის.

 

„ჩვენ დღეს გვაქვს იმ მოცულობის მარაგი რაც დაგვჭირდება თვენახევარი, ორი თვე. ბენზინის შენახვა დიდი ხნის ვადით არ შეიძლება, ეს ყველაფერი ჯდება ძვირი, საბოლოოდ კი პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არის მოდელები, როცა საწვავის სტრატეგიულ მარაგებს სახელმწიფო ქმნის და მართავს. ასევე არსებობს შერეული მოდელები. სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით. ჩვენ შემთხვევაში უფრო გათვლა გაკეთებულია იმაზე ეს ვალდებულება ბიზნესმა აიღოს საკუთარ თავზე, თუმცა ჯერ საუბარი ნაადრევია, კონსულტაციები გაგრძელდება და ვნახოთ რას დაგვავალებენ, - აღნიშნა ვასილ ხორავამ.

 

business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up