„ეს მოგება იმ მოქალაქეებისგან არის, რომლებიც ბოლო კაპიკებს აგებენ აზარტულ თამაშებში და ინგრევენ ცხოვრებას“

„ეს მოგება იმ მოქალაქეებისგან არის, რომლებიც ბოლო კაპიკებს აგებენ აზარტულ თამაშებში და ინგრევენ ცხოვრებას“

access_time2021-10-07 19:00:00

„ეს არის ბიზნესი, რომელიც აქცენტირებულია მოქალაქეებისგან მოგების მიღებაზე და ეკონომიკაში მცირე რაოდენობით თანხების დაბრუნებაზე“,- ამის შესახებ „აფბა-ს“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით მან სათამაშო ბიზნესის მზარდი მოგება შეაფასა.


კერძოდ, პანდემიურ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 1 666-ჯერ აღემატებოდა სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილ მოსაკრებელს. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს სექტორის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 19 261 560 ლარი იყო.


„ეს მეტყველებს იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესი არის სექტორი, რომელიც ქვეყანაში დოვლათს ფაქტობრივად, ვერ ქმნის. ეს არის ბიზნესი, რომელიც აქცენტირებულია მოქალაქეებისგან მოგების მიღებაზე და ეკონომიკაში მცირე რაოდენობით თანხების დაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში სახელწიფოს რა დარჩა, საიდან შეიძლება მიიღოს ეკონომიკური ეფექტი, თუ ბიზნესი ეკონომიკაში ვერ ახდენს ამ თანხების მობილიზებას, მაშინ დარჩა ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ვხედავთ, რომ იგივე პრობლემაა ბიუჯეტში გადახდილი თანხების მიმართულებითაც, იქიდან გამომდინარე, რომ 32-მილიარდიანი ბრუნვის მქონდე ბიზნესი, იხდის 19 მლნ-ს. უბრალოდ სასაცილოა, ის გადასახადი, რასაც ეს ბიზნესი იხდის„- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.



მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემას სწორედ ონლაინ კაზინოები წარმოადგენს, სადაც 90% ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.


„ეს მოგება იმ მოქალაქეებისგან არის, რომლებიც ბოლო კაპიკებს აგებენ აზარტულ თამაშებში, კარგავენ ქონებას, ინგრევენ ცხოვრებას და უამრავ პრობლემას იქმნიან. ამ დროს, ეს ბიზნესი ეკონომიკურ დოვლათსაც ვერ ქმნის“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.


bpn.ge








საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up