ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

access_time2018-11-19 19:52:54

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.

 

მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს, რომელიც ასე დაამცირეს გაძარცვეს, ასე მოექცე რომ კიდევ ახალი ტყუილებით კვებო. მათ თქვეს, რომ მილიარდნახევარ ლარზეა საუბარი უკვე დიდი სიცრუეა, მაქსიმუმ ქართუს ეს დაუჯდეს 20-30 მილიონი, რომელსაც ამოიღებს შემდეგ სამმაგად.

 

საუბარია მაქსიმუმ 30-40 მაქსიმუმ თუ ფანტაზიაა 50 ათას ადამიანზე, მაგრამ მე მგონია არ არის 50 ათას ადამიანზე ლაპარაკი, იმ ხალხზე, ვისაც აქვს 2000 ლარზე ნაკლები უიმედო ვალი, რომელსაც ისედაც ჩამოაწერენ ხოლმე. მთავარი რაც არის, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომ მართლა კაპიკი არ გადაიხადა, იმიტომ რომ სადაც ერთი კაპიკის წაღლეტვის და გატყავების საშუალება მაინც არის, სადაც ადამიანს თუნდაც ერთი ლარი აქვს გადახდილი იმას არ ეხებიან, ეხებიან იმას, სადაც უკვე ხალხი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია მიტანილი, ეს არის ტოტალიზატორში ან კაზინოში მოთამაშე ადამიანი, ის რომ მაინც არ გადაიხდის არც ბინა აქვს ჩადებული, არც ხელფასი აქვს მიმაგრებული იმათზე... თორემ  სადაც არის მშრომელი ადამიანი, რომელიც იხდის იპოთეკას, რომელიც არის დიდი პროცენტები, სადაც არის ლაპარაკი იმაზე ვისი სამომხმარებლო სესხიც მიბმულია ხელფასზე იმას არ ეხება. ეს არ ეხება საქართველოს საზოგადოებას, ეს არ ეხება ჩვენს საშუალო კლასს ან იმ ადამიანებს ვინც პატიოსნად იხდის.


 

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი რომელმაც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული, გააძრო სახელოდან გადასახადების ორჯერ შემცირება, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებო, წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი, გააძრო დაპირება ასი ქარხნის და ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენი დენი მოიხმარა.

 

ეს კაცი ბაძავს ნამდვილად პაბლო ესკობარს, პაბლო ესკობარი იყო ცნობილი ნარკოტრაფიკერი, რომელმაც თქვა, რომ თუ გავიმარჯვებ არჩევნებში გადავიხდი კოლუმბიის  საგარეო ვალს, ოღონდ უნდა გამაშენებინოთ ნარკოპლანტაციები მთელ კოლუმბიაში. მგონი ჩვენმა ხალხმა მშვენივრად იცის, ანუ 15 დეკემბრის შემდეგ „პოსლეზე მოგიტანთო.“ ერთი რამ მინდა ვურჩიო ჩვენს ხალხს, ივანიშვილის „პოსლეზე“ რა ღირს იცით, მოატანინეთ ყველაფერი რისი წაგლეჯვაც შეგიძლიათ დღეს,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

 






ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც გადმოინაცვლა და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up